ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზი 60 თეთრით გაიაფდა

ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზი 60 თეთრით გაიაფდა

access_time2022-06-01 15:00:10

ზედიზედ მეოთხე თვეა, თხევადი გაზის (LPG) ფასი მცირდება, რამაც მომხმარებელი საგრძნობლად გამოაცოცხლა. თხევადი აირის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ნიკა ხოფერია ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ ბიზნესისთვის განსაკუთრებით 2021 წელი იყო პრობლემური, რამაც ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა.  ხოფერიას თქმით, მკვეთრი გაძვირების გამო ბაზარმა მომხმარებელთა დიდი ნაწილი დაკარგა, დღესდღეობით კი სექტორი მდგომარეობიდან გამოსვლას ახერხებს, ამ მხრივ ფასების კლებამ დიდი გავლენა მოახდინა.


,,ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზის ფასი შემცირდა. ბიზნესი ნელ-ნელა სტაბილურობას უბრუნდება. შარშან ფასი 1,95 ლარს აღწევდა,  ამ ეტაპზე კი სტაბილურად 1,35 ლარის ფარგფლებშია. იმის გამო, რომ ალტერნატიული საწვავი ძვირი ღირს, თხევად გაზზე მოთხოვნამ მოიმატა.  გაზის ბალონი თუკი ვინმეს მოხსნილი ან გადაკეთებული ჰქონდა, ის ახალს არ  დაამონტაჟებს, მაგრამ უმეტეს შმთხვევაში მომხმარებელ ვიბრუნებთ. მოთხოვნამ  20 %-ით მოიმატა და ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა ხოფერია.


მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მინიმუმ ორჯერ იზრდებოდა თხევადი გაზის საწვავის მოხმარება, მაგრამ აქციზის გაძვირებამ დიდი პრობლემა შექმნა.



,,2020 წელს, აქციზის მომატებამდე, თხევადი გაზის იმპორტის ოდენობა აღემატებოდა 2019 წლის შესაბამის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 112 პროცენტით და სახეზე იყო ზრდის ტენდენცია, ხოლო აქციზის მომატების შემდეგ, 2021 წლის განმავლობაში  თხევადი გაზის იმპორტის ოდენობა იკლებდა.  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა“, - ამბობს ხოფერია.


შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, იმპორტისა და ავტომობილზე მიწოდების აქციზები გაერთიანდა და მთლიანად გადავიდა იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.


აღნიშნული კანონის მიღების შედეგად თხევად გაზზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 1 ტონაზე 300 ლარის ოდენობით, როდესაც ბენზინის აქციზი შეადგენს 1 ტონაზე 500 ლარს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up