ბოლო 3 თვეში საქართველოში რუბლზე მოთხოვნა 35-40%-ით გაიზარდა - ნიკა შენგელია

ბოლო 3 თვეში საქართველოში რუბლზე მოთხოვნა 35-40%-ით გაიზარდა - ნიკა შენგელია

access_time2022-06-16 16:00:32

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს სავალუტო ბაზარზე სერიოზული ცვლილებებია. კერძოდ, რუსული მხარის მოთხოვნამ, რომ ვაჭრობისას საქართველომ რუსულ რუბლში გადაიხადოს, მოთხოვნის 35-40%-იანი ზრდა გამოიწვია, ხოლო ტრანზაქციები 10-12%-ით გააძვირა.


თემაზე „კომერსანტს“ საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ესაუბრება.


მისი თქმით, გლობალურ ბაზრებზე ფასების არნახული ზრდაა, რაც ქართულ ბაზარზეც ადეკვატურ გავლენას ახდენს და პროდუქტის გაძვირებას იწვევს. ამ თვალსაზრისით, ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზაფხულის გადატანა უწევს.

 

,,მძიმე ზაფხულია და ეს ტენდენცია გაგრძელდება. იმპორტზე 80%-ით ვართ დამოკიდებული, ხოლო გლობალურ ბაზრებზე ფასების კატასტროფული ზრდა ფიქსირდება. პარტნიორ ქვეყნებში მაღალი ინფლაციაა აქაც დიდი გავლენას ახდენს. მაგალითად, თურქეთში 73%-იანი ინფლაცია ფიქსირდება, ევროპაში 9%-იანი ზრდაა ბოლო 3 თვეში, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 13%-ია. ჩვენთან განსაკუთრებით დიდი პრობლემაა იმის გამო, რომ რუსეთი ანგარიშსწორებას რუბლში ითხოვს. ამით ბოროტად სარგებლობენ ბანკები, 1 დოლარში 55 რუბლს იძლევიან, ტრანზაქციები 10-12%-ით არის გაძვირებული. ცხადია, ასეთი სხვაობა რუსული ვალუტის მიმართ მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია, 35-40%-ის ფარგლებში გაიზარდა რუბლზე მოთხოვნა, რაც საბოლოოდ ფასებზეც აისახება.  ბოლო 3 თვის განმავლობაში ფასები სურსათზე 60-80%-ით არის გაზრდილი“, - ამბობს ნიკა შენგელია.


 

მისი თქმით,  ფასების კლება, ისიც მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ზაფხულის ბოლოს, როცა საქართველოში მასობრივად შემოვა ადგილობრივი პროდუქტი, ძირითადად, ბოსტნეული და იმპორტის საჭიროება აღარ იქნება.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სურსათზე ფასები მთელს მსოფლიოში გაზარდა. ყველაზე მეტად მარცვლეული გაძვირდა. „მსოფლიო ბანკის“ პროგნოზით რეკორდული ფასები შესაძლოა 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.


სურსათის გაძვირება ყველაზე მეტად ღარიბ ადამიანებს აზარალებს. ისინი ან საკვების გარდა ვეღარაფერს ყიდულობენ, ან საკვების შეძენაზეც პრობლემა ექმნებათ. 2019 წელს პანდემიამდე, პირველად ისტორიაში უკიდურესი სიღარიბის ზარს მიღმა მყოფთა პროცენტული მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა. 2020 წელს პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა სიღარიბე ისევ გაზარდა. 2021 აღდგენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 2022 წელს კი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up