ბოლო 3 წელიწადში ქათმის კვერცხი 70%-ით გაძვირდა, რეალიზაცია 30%-ით შემცირდა

ბოლო 3 წელიწადში ქათმის კვერცხი 70%-ით გაძვირდა, რეალიზაცია 30%-ით შემცირდა

access_time2022-04-22 15:00:04

24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია. მთავარი, რაც სააღდგომო სუფრაზე უნდა იყოს, შეღებილი კვერცხია. ერთი შეხედვით, რეალიზაცია აქტიურია, თუმცა, როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, სიტუაცია ბევრად განსხვავებულია პანდემიამდელ პერიოდტან შედარებით როგორც ფასის, ასევე გაყიდვების მხრივ. კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ,,კომნერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, კვერცხის ფასი 70%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალიზაციის მაჩვენებელში დაახლოებით 30%-იანი კლებაა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


,,სააღდგომოდ კვერცხის გაყიდვის მაჩვენებელი დამოკიდებულია ფასზე და იმ პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არასახარბიელოა. პანდემიამ ამ მხრივ ცუდი გავლენა მოახდინა, 2020-2021 წლებში  შეზღუდვებიდან გამომდინარე, ცუდი რეალიზაცია იყო. წელს უკრაინაში მიმდინარე ომი არის დაბრკოლება, რის გამოც მოთხოვნა  ნაკლებია. როცა ნორმალური პირობები იყო და ფასიც ქრისტიანული, სააღდგომო პერიოდში, 40 დღის განმავლობაში ბაზარზე  150 000 ყუთი გვეყიდებოდა, დაახლოებით 50 მილიონი კვერცხი. ასე იყო 2017 წლის ჩათვლით, საფასო ცვლილება ძირითადად ამ წლის მერე დაიწყო.  პანდემიამდელ პერიოდს რომ შევადაროთ, კვერცხი 70%-ით გაძვირდა, ხოლო გაყიდვამ 30%-ით იკლო. ჯერ არ ვიცით, აღდგომის დღესასწაულზე ჯამში რა რაოდენობის კვერცხი გაიყიდება. მაჩვენებლები ბოლო 2 დღეში მნიშვნელოვნად შეიცვლება, ამიტომ ზუსტი მონაცემი აპრილის ბოლოს ან მაისში გვეცოდინება“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“.

 


ამ ეტაპზე თბილისის სუპერმარკეტებში კვერცხის ფასი 45-55 თეთრის ფარგლებშია. პანდემიამდე დაახლოებით 27-30 თეთრი ღირდა.

 

როგორც წესი, კვერცხის შესაღებად უმეტესწილად მცენარე ენდროს ფესვებს იყენებენ. ერთი კონის ფასი დღეს, „წითელ პარასკევს“, 1,50 ლარიდან 2 ლარამდეა.

 

ცხადია, სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს სააღდგომო პასკა, რომლის ფასი  წონაზეა დამოკიდებული. ყველაზე პატარა პასკა 3,50 ლარი ღირს,  მაქსიმალური ფასი კი საშუალოდ 18-20 ლარია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up