2022 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 43,323 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.7%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში, რომელიც საქართველოს შრომითი ბაზრის მდგომარეობას შეეხება.
2022 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა - 1% შეადგინა.
2022 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 12,702 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 48%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 162%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 11,890 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 142%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 9,280 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 182%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.