ბოლო 6 თვეში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი თბილისს, ბათუმს, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგსა და ქუთაისს ესტუმრა

ბოლო 6 თვეში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი თბილისს, ბათუმს, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგსა და ქუთაისს ესტუმრა

access_time2022-09-19 14:00:00

მიმდინარე წლის 6 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% თბილისში განხორციელდა, მას 38.4%-ით ბათუმი მოსდევს.



როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, ამავე პერიოდში, უცხოელი ტურისტები ყველაზე მეტჯერ, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგს, ქუთაისს, მარნეულს, ბორჯომს, სიღნაღსა და გორს ესტუმრნენ.



კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის I-II კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას 38.4%-ით ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა) მოჰყვება. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის, გუდაურში, რომლის წილმა 8.8% შეადგინა. შემდეგ მოსდევს მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო და სხვა) 8.3%-იანი წილით. ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია და სხვა) 7.1%; ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა) 6.9%; მარნეული 6.1%; ბორჯომი (ლიკანი, მინერალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი და სხვა) 4.5%; სიღნაღი (ბოდბის მონასტერი და სხვა) 3.3%; გორი (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე და სხვა) 2.8%.



„ტურიზმის სექტორის პოზიტიური აღდგენის დინამიკა ყოველთვიურად სტაბილურად მიმდინარეობს. შედეგად იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 3 256 370 შეადგენს, რაც 2019 წლის ვიზიტების 51.5% აღდგენის მაჩვენებელია (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან +209%). ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების რაოდენობის აღდგენის მაღალი მაჩვენებელი 65.3%, რაც 2 251 978 ტურისტული ვიზიტით განისაზღვრა (ზრდა წინა წელთან შედარებით +155%),“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.




სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, შიდა ვიზიტორების მიერ ყველაზე პოპულარულ ქალაქებშიც თბილისი (23.6%) ლიდერობს. დედაქალაქს იმერეთის რეგიონი (17%) და აჭარა (9.5%) მოსდევს.



“შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2022 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, 7 983 907 შეადგინა, რაც 2019 წლის I-II კვარტალთან შედარებით, +20.2%-ით არის გაზრდილი. ვიზიტების უმეტესი ნაწილი თბილისში განხორციელდა (23.6%), მას იმერეთის რეგიონი (17%) და აჭარა (9.5%) მოსდევს,” - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.



ქალაქების ტოპ 10-ეული, რომლებსაც შიდა ვიზიტორები წელს ყველაზე აქტიურად სტუმრობდნენ, გამოიყურება: თბილისი 23.6%; იმერეთი 17%; აჭარა 9.5%; კახეთი 9%; მცხეთა-მთიანეთი 8.9%; ქვემო ქართლი 8.4%; შიდა ქართლი 8.3%; სამეგრელო-ზემო სვანეთი 7.1%; სამცხე-ჯავახეთი 3.7%; გურია 2.7%; რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 1.9%.



ინტერპრესნიუსი



თეგები:
ტურისტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up