2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 40,531 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვაში.
2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა -0.8% შეადგინა.
2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19%-ით მეტია 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, გამოქვეყნდა შემდეგია ადმინისტრაცია/მენეჯმენტი და ფინანსების, სტატისტიკის კატეგორია.
2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 11,652 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 135.6%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 301.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 9,004 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 125.0%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 292.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 7,077 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 142.9%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 297.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.