„კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება, მიუხედავად არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და მრავალი ქალაქისა და დასახლების, მათი არსებობის ისტორიაში პირველად, 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა, საჭიროება მნიშვნელოვნად მეტია,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის პირობებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარებისთვის, წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა განსაზღვრული. 3 მილიარდი ლარის მიმდინარე და უკვე დაწყებული საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 182 მდებარეობაზე, დამატებით 585 ათასს ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24 საათიან წყალმომარაგებაზე.
,,უკვე ზაფხულში, ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის 5000-ზე მეტ ბენეფიციარს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მუხრანთელეთში, წალასყურში, ახალწყალში, კუმისში, ზემო თელეთსა და ქვემო თელეთში. წარმატებით მიმდინარეობს პროექტი თელავში, რომელიც თელავის 20 000-მდე ბენეფიციარს უზრუნველყოფს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ასევე, 6 მუნიციპალიტეტის - ოზურგეთის, ახმეტას, სიღნაღის, წყალტუბოს დუშეთის, დედოფლისწყაროს) 15 000 ბენეფიციარის 2022 წელს დასრულდება წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა.“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.