კვლევების თანახმად, შვეიცარიაში საშუალო ხელფასის ზრდა ინფლაციაზე 1.8%-ით დაბალია. შვეიცარიელი მუშები 1942 წლის შემდეგ ხელფასზე ყველაზე დიდ დანაკარგს ახლა განიცდიან.
კვლევითმა ცენტრმა გამოიკვლია,რომ წელს საწარმოებმა საშუალოდ 1.1%-ით გაზარდეს ხელფასები. UBS-მა გამოკითხა 290 საწარმო და 2023 წელს შვეიცარიაში ხელფასების საშუალო ზრდა 2.2%-ით დააანონსა.
შესაბამისად მიმდინარე წელს შვეიცარიელების ხელფასს ინფლაცია 1.8%-ით, ხოლო მომავალ წელს 0.1%-ით შეჭამს.
შეგახსენებთ, ოქტომბერში შვეიცარიაში ინფლაციამ 3% შეადგინა.