ბოლო ერთ წელიწადში დოლარის კურსი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ბოლო ერთ წელიწადში დოლარის კურსი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

access_time2022-09-14 09:00:00

მაშინ როდესაც ევრო პარიტეტზე მაღლა დგას, სამშაბათს 13 სექტემბერს, აშშ-ის  ინფლაციის მაჩვენებლების  გამოქვეყნებამდე დოლარის კურსი კიდევ უფრო შემცირდა - ამის  შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დოლარის ინდექსი, რომელიც აშშ დოლარს 6 ვალუტის კალათის მიმართ ზომავს, 0,4%-ით დაეცა, რაც 10 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.


ევრო დოლარის მიმართ 0.6%-ით 1.0180$-მდე მას შემდეგ გაიზარდა, რაც წინა სესიაზე თითქმის ერთთვიან მაქსიმუმს,  $1.0198-ს მიაღწია.


დოლარი, რომელიც  უფრო რბილი იყო იაპონური იენის მიმართ, 0.5%-ით , 142.06-მდე დაეცა.

 

აშშ-ში ძირითადი სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,3%-ით  გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ აშშ-ში მთლიანი ინფლაცია ყოველთვიურად 0,1%-ით დაიკლებს.



ECB-ის  გადაწყვეტილების გამო, ევრო პარიტეტზე მაღლა დგას, გასულ კვირას ხუთმა  წყარომ  Reuters-ს უთხრა, რომ ევროპული ინფლაციის  შესაჩერებლად, ევროპული საბაზისო განაკვეთი შესაძლოა 2%-მდე გაიზარდოს.

 

წინასწარი მონაცემების მიუხედავად, აგვისტოში გერმანიაში 8,8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ესპანეთში აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 10,5% -ით  გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს ოდნავ აღემატებოდა.


გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში მომავალი თვისთვის  ევროპის საორიენტაციო მაჩვენებელი სტაბილური  დარჩა, თუმცა ის აგვისტოს პიკთან შედარებით 45%-ით დაბალია.


„გაზზე  ფასის კლება ევროს აღდგენის  ერთ-ერთი მიზეზია“ -   აღნიშნა, Nodrea-ს წარმომადგენელმა, თუმცა მან  ასევე  აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი სიძლიერე ხანმოკლე  იქნება.


„ევროსთან დაკავშირებით სიტუაცია იმ შემთხვევაში გაუმჯობესდება, თუ გაზის ფასები კიდევ უფრო დაიკლებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ განხორციელდება ეს, რათა შევცვალოთ ჩვენი შეხედულება“, დასძინა კრისტენსენმა. იგი წლის  ბოლოსთვის ევროს 0,95 დოლარამდე დაცემას მოელის.

 

რაც შეეხება  ფუნტს, ვალუტამ, დოლართან მიმართებაში ორკვირიან მაქსიმუმს  მას შემდეგ მიაღწია, რაც გაერთიანებული სამეფოში  უმუშევრობის დონე 1974 წლის  შემდეგ ყველაზე დაბალ  ნიშნულამდე დაეცა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up