ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის 250-მდე მოქალაქეზე დაიწყო. აღნიშნული თემით დეპუტატი ანა ბუჩუკური დაინტერესდა, რომმაც სადეპუტატო შეკითხვით ქვეყნის მთავარ პროკურორს მიმართა.
პროკურატურამ კი დეპუტატს უპასუხა, რომ 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2023 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციის 247 მოქალაქის მიმართ დაიწყო.
შეგახსენებთ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ განსაკუთრებით 2022 წლის ბოლოს მოიმატა, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ქვეყნის მოქალაქეებმა კი საომრად წასვლას თავი საქართველოში გამოქცევით დააღწიეს.