ბოლო ორ ათწლეულში საქართვერლოში მოსახლეობა შემცირდა,  შობადობა ნაკლებია, მაღალია სიკვდილიანობა

ბოლო ორ ათწლეულში საქართვერლოში მოსახლეობა შემცირდა, შობადობა ნაკლებია, მაღალია სიკვდილიანობა

access_time2022-12-05 18:09:56

დღეს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, პრობლემები და პერსპექტივები“.



პრეზენტაცია პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა/ექსპერტმა თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძემ გამართა.

ექსპერტმა სარმოადგინა 2012 წლიდან შობადობისა და მოკვდაობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მიგრაციის, დაბერებისა და საქართველოს მოსახლეობის რეგიონალური დემოგრაფიული მაჩვენებლები. ასევე ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე და მომავლის პერსპექტივებზე.

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას, 2012 წლიდან დღემდე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ახორციელებს. კომიტეტი ამ მიმართულებით, დარგის ექსპერტებთან ერთად, მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

„21-ე საუკუნეში საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა შემცირდა, ნაკლებია შობადობა, მაღალია სიკვდილიანობა. ამას რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებებმა, ამ პროცესს ბოლო წლებში სერიოზული დაღი დაასვა კოვიდ პანდემიამ, წელს უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, ემიგრაციულმა პროცესებმა, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად ევროპა და მსოფლიო მოიცვა. მართალია ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით 2012 წლის შემდეგ არაერთი გადაწყვეტილება, დადგენილება იქნა შემუშავებული, მაგრამ ვითარება ჯერ-ჯერობით კვლავაც რთულია. შევთანხმდით, მთავრობასთან ერთად, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ ახდეს გაეროს პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის საქართველო იქნება მცირერიცხოვანი სახელმწიფო სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მეცნიერებათა აკადემიის, უმაღლესი სასწავლებლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თეგები:
დემოგრაფია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up