ბოლო ორ წელში 250 აგრობიზნესზე ევროკავშირმა და FAO-მ  16.3 მილიონი ლარის გრანტი გასცეს

ბოლო ორ წელში 250 აგრობიზნესზე ევროკავშირმა და FAO-მ 16.3 მილიონი ლარის გრანტი გასცეს

access_time2022-04-23 19:00:13

ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) დმანისის მუნიციპალიტეტში რძისა და ხორცის წარმოების სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს.

როგორც FAO-ს ქართულ ოფისში აცხადებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 250-მა ფერმერმა, კოოპერატივმა და მცირე და საშუალო ბიზნესმა სასოფლო-სამეურნეო გრანტი მიიღო, რომლის საერთო ბიუჯეტი 16.3 მილიონი ლარია. კაპიტალური ინვესტიციების თანადაფინანსების საგრანტო მხარდაჭერა მიზნად ისახავს მოსავლის, წარმოებისა და სექტორის მდგრადობის გაზრდას და გაძლიერებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მიწოდების არასტაბილურობის პრევენციას. ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში გამოყოფილი  გრანტები, 1000-დან 150,000 აშშ დოლარამდე, საინვესტიციო ხარჯების 40 პროცენტიანი თანადაფინანსებით, მცირე, საშუალო და მსხვილ მწარმოებლებს გადაეცემა, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და დანადგარების, გადამამუშავებელი თუ სასაწყობე ნაგებობების აღსაჭურვად.

„რძისა და ხორცის სექტორები საქართველოს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინვესტიციები და გაუმჯობესებული აგრარული განათლება საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ ეს ორი პროექტი ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიებს ნერგავს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამით“, - აცხადებს  სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი.

„ყველა დაფინანსებული კომპანია იყენებს თანამედროვე მიდგომებს უკეთესი წარმოებისა და განვითარებისთვის. დმანისის მეცხოველეობის ფერმა ამის კარგი მაგალითია. წარმოების ინტენსიურობის გაზრდით, ცხოველთა საკვების ადგილზე დამზადებით, ადაპტირებული ჯიშის გამოყვანით, მუდმივი კლიენტების მოზიდვით და შესანიშნავი მენეჯმენტით, ეს პროექტი აწესებს ახალ სტანდარტს საქართველოში ხორცის წარმოების მიმართულებით,“ - ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროგრამის კოორდინატორი.

საგრანტო დაფინანსება ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერაა აგრომწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ, თავადაც განახორციელონ თანადაფინანსება. საგრანტო პროგრამის შემდეგი ციკლი 2022 წლის აპრილში დაიწყება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard-faogrant/


 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების შესახებ 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. 

პროექტს „სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება საქართველოში“ FAO ახორციელებს 12 მილიონი ევროს ბიუჯეტით, ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში. მისი მიზანია სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესება, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შესაძლებლობების გაზრდა, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუანარიანობის ასამაღლებლად.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up