„ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით ქვეყნის ხელისუფლება თურქეთს ომში არ ჩართავს.
ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა შეძლო ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის აშენება და ომებისა და კრიზისების გარემოში უნდა შეინარჩუნოს ის.
„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელსაც ახასიათებს კრიზისები და ომები. ჩვენ შევძელით ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთის აშენება ამ გარემოში და უნდა შევინარჩუნოთ იგი. ჩვენ ვიბრძოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ომი არ მოვიდეს ამ მიწებზე. ამის ახსნა შემიძლია. ჩვენ არ ჩავრთავთ ჩვენს ქვეყანას ომში. ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა. ვიდრე აქ ვიქნებით, ამას არ დავუშვებთ. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული და გადამწყვეტი შუამავლობით დასრულდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.