ჩინეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის — ამის შესახებ ინფორმაცია apnews ავრცელებს.
მოგზაურებს არ მოეთხოვებათ კარანტინი, მაგრამ საჭიროა უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც ჩატარებული იქნება გამგზავრებამდე არა მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
8 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ უცხოელებისთვის რეგულარული ვიზებისა და დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემა დაიწყო. ჩინეთმა საერთაშორისო მოგზაურობა 2020 წლის მარტიდან შეზღუდა.