ბოლო თვეებში რუსეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ბიზნესმენების რაოდენობა გაზრდილია

ბოლო თვეებში რუსეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ბიზნესმენების რაოდენობა გაზრდილია

access_time2022-09-07 09:00:19

შვიდივე ნავთობ-გაზის კომპანიებთან იყო კავშირში: ოთხი სახელმწიფო კორპორაცია “გაზპრომთან”, ორი “ლუკოილთან“. ოფიციალური ვერსიით, ერთი ბიზნესმენი “გომბეშოს შხამმა” შეიწირა, ერთი მოკლეს, დანარჩენებმა კი “თავი მოიკლეს”.


მძიმე დეპრესია და გომბეშოს შხამი


ბოლო დაღუპული 68 წლის რავილ მაგანოვია. ის ნავთობკომპანია “ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1 სექტემბერს რუსულმა მედიამ დაწერა, რომ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს “ფანჯრიდან გადმოვარდა”. საავადმყოფოში მოხვდა რამდენიმე დღით ადრე, გულის შეტევით. ჰქონდა “მძიმე დეპრესია”. გამოძიების ვერსიით, თავი მოიკლა.


ლუკოილის განცხადებაში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ მაგანოვი “მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა”.


4 თვით ადრე, დაიღუპა 43 წლის ალექსანდრ სუბოტინი - “ლუკოილის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი. იგი 8 მაისს, მოსკოვის სიახლოვეს, პატარა სოფელში მკვდარი იპოვეს. რუსული მედია წერს, რომ გულის შეტევა დაემართა. რატომ? ერთ-ერთი ვერსიით, ნაბახუსევი იყო და მკურნალობდა “შამანთან, რომელმაც გომბეშოს შხამი დაალევინა”.


უკრაინაში შეჭრიდან 1 კვირაში, 3 მარტს “ლუკოილმა” გაავრცელა განცხადება და რუსეთს მოუწოდა, კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაეჭრა.


“ლუკოილი გამოხატავს შეშფოთებას უკრაინაში დაწყებული ტრაგიკული მოვლენების გამო და უსამძიმრებს ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო”, - ეწერა განცხადებაში.


“დახოცა ცოლ-შვილი და თავი მოიკლა”


ორი შემთხვევა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. 18 აპრილს, “გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 51 წლის ვლადისლავ ავაევი მოსკოვში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. იქვე აღმოაჩინეს მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის და ცოლის ცხედრებიც. ავაევს ხელში პისტროლეტი ჰქონდა. სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. გამოძიების ვერსიით, ავაევმა ჯერ ცოლ-შვილი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.


სამ დღეში კი ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა გაზის მომპოვებელი კომპანია “ნოვატეკის” ტოპ-მენეჯერი, 43 წლის სერგეი პროტასენია. ის ესპანეთის კურორტ ლიორეტ დე-მარში დასასვენებლად იყო ჩასული.



ესპანური ტელეარხის, Telecinco-ს ინფორმაციით, მისი ცოლი და ქალიშვილი დანით მიყენებული ჭრილობებისგან დაიღუპნენ. პროტასენია ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედრის სიახლოვეს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს დანა და ნაჯახი.


“კონფლიქტი საქმიან პარტნიორებთან”


ორი ბიზნესმენი ომის პირველ დღეებში დაიღუპა. “გაპზრომის” ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი, 61 წლის ალექსანდრ ტიულიაკოვი 25 თებერვალს, საკუთარ გარაჟში მკვდარი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ მან გამოსამშვიდობებელი წერილიც დატოვა. რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, წინა დღეს მეზობლებმა ნახეს, რომ ტიულიაკოვი ძლიერ იყო ნაცემი. თუმცა უცნობია, რატომ.


3 დღეში, ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ლონდონში თავი მოიკლა რუსეთში დაბადებულმა უკრაინელმა მილიარდერმა, 57 წლის მიხაილ უოტფორდმა. მან ფული 90-იან წლებში, ნავთობბიზნესში იშოვა, 2000-იანებში კი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.


ერთადერთი ბიზნესმენი, რომლის დაღუპვასაც გამოძიება მკვლელობის მუხლით იძიებს, კომპანია “ასტრა შიპინგის” დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვია. მისი “ასტრა შიპინგი” “გაზპრომის” კონტრაქტორია.


4 ივლისს, იგი სანქტ-პეტერბურგის შემოგარენში, საკუთარი კოტეჯის გვერდით იპოვეს. თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, პისტოლეტი კი გვერდით ეგდო. ვორონოვის ცოლმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას “კონფლიქტი ჰქონდა საქმიან პარტნიორებთან”.


სპეცსამსახურების ხელწერა?


2022 წელს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, დაიღუპა კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენი. 30 იანვარს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს “გაზპრომის” შვილობილი კომპანიის, “გაზპრომინვესტის” სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი, 60 წლის ლეონიდ შულმანი. გამოძიების მტკიცებით, თავის მოკვლამდე მანაც წერილი დატოვა.


ცხადია, ამ დამთხვევებზე დანამდვილებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, თუმცა, მაგალითად, უკრაინელი პოლიტოლოგი, ვლადიმირ ფესენკო ამბობს, რომ ბიზნესმენების გარდაცვალება რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ჰგავს. იგი ვარაუდობს, რომ მათ ან პირდაპირ კლავენ, ანდაც თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.


“ადამიანებზე ზემოქმედებისთვის ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც იყენებენ. შეიძლება მათ გარკვეულ კონდიციაში აგდებენ, საიმისოდ, რათა საპასუხოდ აგრესიული ან სუიციდალური რეაქცია მიიღონ”, - უთხრა მან უკრაინულ გამოცემა “ფოკუსს”.


აი, ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია “Mayak Intelligence”-ის დირექტორი, მარკ გალეოტი კი ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა შესაძლოა მართლაც ემოციურად იმოქმედა ზოგიერთ ბიზნესმენზე.


“ეს ადამიანები ცხოვრების ძალიან მაღალ ხარისხს არიან მიჩვეულები და შესაძლოა იციან, რომ მათთვის მძიმე დროება ახლოვდება”, - უთხრა მან CNN-ს.


მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს მილიარდობით დოლარის ქონება გაუყინა. ბრიუსელმა, რომელიც დღემდე ძალიან დამოკიდებულია რუსულ გაზსა და ნავთობზე, მიზნად დაისახა, მთლიანად თქვას უარი რუსეთისგან ენერგომატარებლების ყიდვაზე.


წყარო: radiotavisupleba.ge/








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up