„ბოლო წლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების წარმოება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში“

„ბოლო წლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების წარმოება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში“

access_time2022-09-15 12:00:00

ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



საერთაშორისო ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.



„ბოლო წლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების წარმოება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ძირითადი ბაზა, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორუმი ბათუმში ტარდება, რადგან აჭარის რეგიონისთვის კენკროვანი კულტურების წარმოება სიახლეა; ვფიქრობ, ლურჯ მოცვს აჭარაში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. სტაბილურად მიმდინარეობს ნარგავების გაშენება და სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა; ამავდროულად, უკვე ვიღებთ მოსავალს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გასამმაგდა; უკვე მსოფლიო ეკონომიკურ ბაზრებს მიეწოდება ქართული, ხარისხიანი კენკროვანი პროდუქცია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს.




ფორუმის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან და პოლონეთიდან ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელეს თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ექსპორტის შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული.



„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კენკრის საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე. ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში, რომელიც საქართველოს და ამერიკას აკავშირებს, ვახორციელებდით სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას და მხარდაჭერას, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის, სოფლის მეურნეობის, რადგან სწორედ სოფლის მეურნეობა ქმნის შესაძლებლობას ხალხისთვის. ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორის ჩართულობით“,-განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელიმ.



საერთაშორისო ფორუმში სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.
კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.



თეგები:
ფორუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up