ბოლო წლებში საქართველოს რკინიგზას აქვს რეკორდული მაჩვენებლები - ლევან დავითაშვილი

ბოლო წლებში საქართველოს რკინიგზას აქვს რეკორდული მაჩვენებლები - ლევან დავითაშვილი

access_time2022-10-10 19:30:33

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ოქტომბერს ჩვენ საქართველოში რკინიგზელის პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ და ამით ხაზს ვუსვამთ ამ საპატიო პროფესიის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ვიზეიმო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კომპანიის „საქართველოს რკინიგზის" დაბადების დღე - 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო - სამგზავრო მატარებელი დაიძრა," - აღნიშნულია ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებაში, რომლითაც მან საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.


განცხადების თანახმად, „150 წლის წინ თბილისისა და ფოთის, ქვეყნის შავიზღვისპირა ნავსადგურის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობით და ექსპლუატაციაში გაშვებით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფორმირების გზაზე. დღეს საქართველოს რკინიგზა ჩვენს ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა მიზანსაც საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა წარმოადგენს.


რეგიონში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, მათ შორის, რკინიგზაც გამოწვევების წინაშე დადგა. დერეფანში საგრძნობლად მოიმატა ტრანზიტმა და ეს დინამიკა მზარდია. დარწმუნებული ვართ, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობასთან კოორდინირებით, შეძლებს ეს გამოწვევები არა მხოლოდ დაძლიოს, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდოს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლი რეგიონული გადაზიდვების კონტექსტში.


ბოლო წლებში საქართველოს რკინიგზას აქვს რეკორდული მაჩვენებლები - 2018 წელს კომპანიამ სატვირთო გადაზიდვებში დაღმასვლის ტრენდი შეაჩერა, ხოლო 2021 წლის ბოლოს გავიდა მოგებაზე. უკვე მიმდინარე წელს რკინიგზას აქვს რეკორდული მაჩვენებლები სატვირთო გადაზიდვების და საოპერაციო შემოსავლების მიმართულებით. ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში დაბრუნდა არა მხოლოდ დაკარგული ტვირთები, არამედ მოხდა ახლის მოზიდვა.



საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება გამტარუნარიანობა, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო, ასევე საოპერაციო ხარჯები და გაუმჯობესდება მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების დონე.


საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა. კომპანიაში 12,000 - ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიისა და მის შედეგად გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობამ შეძლო თითოეული მათგანის შენარჩუნება.


2021 წელს საქართველოს რკინიგზამ მოახდინა რეფინანსირება, რომლის შედეგად ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 7,75%-ის ნაცვლად 4%-ით განისაზღვრა. ეს კი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი, მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. წარმატებული ტრანზაქციის შედეგად, კომპანია 100 მლნ დოლარზე მეტს დაზოგავს.


კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს კომპანიის იუბილეს და პროფესიულ დღეს და წარმატებულ მომავალს გისურვებთ,".





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up