“ბოლოს შეტენიან ვინმეს, ან-არც...ერთ კვირაში შეიძლება, შემოდონ ესებუას საქმის გვერდით” - ზურაბ ჯაფარიძე

“ბოლოს შეტენიან ვინმეს, ან-არც...ერთ კვირაში შეიძლება, შემოდონ ესებუას საქმის გვერდით” - ზურაბ ჯაფარიძე

access_time2022-10-16 11:45:05

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.
„კომერსანტი“ ზურაბ ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

შადრევანში დენი გადავიდა წყალზე და მოკლა ბავშვი
რამდენი დღე შეიძლება დასჭირდეს იმის გარკვევას საიდან მოხდა გადასვლა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
სადღაც შეხება ჰქონდა დენის წყაროს წყალთან, არ იყო დამიწება, არ იყო დაცვა, ან იყო და ხარისხიანად არ იყო გაკეთებული ან რაღაც მსგავსი


წმინდად ტექნიკური ამბავია, დენი ჰაერიდან ვერ გაჩნდებოდა (მეხი არ ყოფილა)
რამდენი დღე შეიძლება დასჭირდეს იმის გარკვევას რა მოხდა და ვის გამო მოხდა?
მაგრამ არა, საბჭოთა საქართველოში ეგრე მარტივად არ არის საქმე


აქ ყველა პროექტი შედგენილია ისე როგორც საჭიროა და მერე სახელმწიფოს მიერ შემოწმებულია რომ ეს ნამდვილად ასეა
ამ შემოწმებაში ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები


პროექტები როგორ უნდა იქნეს შედგენილი, ეგეც წინასწარ არის განსაზღვრული, შემოწმებული და დამტკიცებული
ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები


აქ ყველა დეტალი ნაყიდია იქ სადაც საჭიროა და მერე სახელმწიფოს მიერ შემოწმებულია რომ ეს ნამდვილად ასეა
ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები


აქ ყველა ელექტრიკოსი შემოწმებული, სერტიფიცირებული და უფლებამინიჭებულია, მერე ზემოდან გადამოწმებული
ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები


აქ ყველა შესრულებული პროექტი რამდენჯერმე გადმოწმებული, მიღება-ჩაბარებული და მხოლოდ ამის შემდეგ გაშვებულია
ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები



აქ ყველა შემმოწმებელი თავად გადამოწმებული, აკრედიტებული, სერტიფიცირებული, სტანდარტიზებული და ბეჭედდარტყმულია სახელმწიფოს მიერ, ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები

აქ ყველა შესამოწმებელი ინსტრუმენტი შემოწმებულია, დაკალიბრებულია და სერტფიცირებულია შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, რომელიც თავის მხრივ შემოწმებული, აკრედიტებული და სერტიფიცირებულია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამაშიც ვიღაცეებმა ჩვენი გადასახადებიდან აიღეს ხელფასები.


აქ ფურცელზე ყველაფერი წესრიგშია, თითქმის ყოველთვის ზუსტად ისე როგორც იმ ქვეყანაში რომელშიც მე დავიბადე
ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბავშვი მოკვდა ალბათ დივერსიაა, აბა როგორ?
აქ ყველა ყველაფერზეა პასუხისმგებელი და, ამავე დროს, არავინ არაფერზე


აქ, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი შეგიძლია დასაჯო, და პირიქით, არც არავინ დასაჯო
ასეა ეს სისტემა მოწყობილი


ჩემს ეზოში ვინმეს რომ შევუკვეთო შადრევნის მოწყობა და ჩაბარებიდან მეორე დღეს იმ შადრევანში ვინმე მოკვდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?


ვინც გააკეთა


ჩვენი გადახდილი გადასახადებით (6.5 მილიონი ლარი) მერიისთვის ‘შეკვეთილ’ (ბრჭყალებში იმიტომ რომ გადასახადები წართმეული ფულია და ისე ხარჯავენ რომ ბევრი ჭამონ) შადრევანზე რატომ არ ვრცელდება იგივე ლოგიკა?


იმიტომ


ზემოთ წერია რატომაც


კიდევ იმიტომ რომ პასუხის მომთხოვნი არავინაა, საკმარისი ძალა არავის აქვს ამ ქვეყანაში, აქედან დე ფაქტო ძალაუფლების მქონეთა უპასუხისმგებლობაც, ამ უპასუხისმგებლობის სათავე კი მიტაცებული ძალაუფლებაა, სანამ ამას არ გავასწორებთ, ამ სისტემის გასწორების შანსი ნულია, სანამ ამას არ გავასწორებთ, ყველა პასუხისმგებელი ვართ.

პ.ს. კი, ბოლოს შეტენიან ვინმეს, ახლა წყდება ვისზე გადატყდება ჯოხი. ან არც შეტენიან, მაინცდამაინც არც არავინ აწუხებს და ერთ კვირაში შეიძლება შემოდონ ესებუას საქმის გვერდით“,  წერს ზურაბ ჯაფარიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up