ბონი ჯენკინსი - ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი „კოვიდ-19“-თან საქართველოს ბრძოლაში, აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით

ბონი ჯენკინსი - ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი „კოვიდ-19“-თან საქართველოს ბრძოლაში, აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით

access_time2022-10-06 13:20:00

მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსმა განუცხადა, რომელმაც ლუგარის ცენტრი მოინახულა.


მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ახალი გამოწვევები გამოაჩინა, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ლაბორატორიულ ბიოუსაფრთხოებასთან.


​„აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და ეს მოითხოვს დაწესებულებების ერთობლივ გამოყენებას, ძლიერ ლაბორატორიულ ბიოუსაფრთხოებას და კიბერუსაფრთხოების პრაქტიკას ნებისმიერ საერთაშორისო ბიოლოგიური მეცნიერებების საზოგადოებასთან. მეტი ურთიერთგაზიარებით ჩვენ უნდა მოვახდინოთ საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირება ჩვენი კრიტიკული კვლევის ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მუშაობის მიმართულებით. ერთად დგომით, როგორც ახლა ვართ, ჩვენ ვიქნებით უკეთესად მომზადებულები შემდგომი პანდემიისთვის, შემდეგ პანდემიასთან გასამკლავებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დრო საგანგებო მდგომარეობებს შორის, რათა გავაძლიეროთ საერთაშორისო და ეროვნული შესაძლებლობები, ასევე ეროვნული კანონმდებლობები და სხვა ზომები, რომლებიც გვჭირდება, რომ ვიყოთ უკეთესად მომზადებულები ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევების აღმოჩენისთვის, მათზე პასუხისთვის და ბიოუსაფრთხოების დასამტკიცებლად. ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ ეს დრო ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე ნდობის, გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად დაინტერესებულ წრეებს შორის. მათ შორის არის ბიომეცნიერებების საზოგადოებები“, – განაცხადა ბონი ჯენკინსმა.



მისი თქმით, ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი „კოვიდ-19“-თან საქართველოს ბრძოლაში.


„დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს საქართველოს რიჩარდ ლუგარის ცენტრიდან. ეს ეროვნული დაწესებულება ერთ დღეში არ აშენებულა. ეს ითხოვდა წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან ინვესტიციას, ერთგულებასა და ეტაპობრივ გაუმჯობესებას, რომ აღმოაჩინონ და უპასუხონ ცხოველური და ადამიანური დაავადებების აფეთქებებს. ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი და ინსტრუმენტი „კოვიდ-19“-თან საქართველოს ბრძოლაში. აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან მშვიდობიანი თანამშრომლობით. მე მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას. მაგალითად, საქართველო გახდა მსოფლიოს ლიდერი „ცე“ ჰეპატიტის ტვირთის შემცირებაში. საქართველო არის რეგიონული ლიდერი „კოვიდ-19“-ის ტესტირებაში სწორედ ლუგარის ცენტრის დამსახურებით. ეროვნული კანონმდებლობისა და სხვა ზომების გაძლიერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობისთვის და ბიოუსაფრთხოება. ასევე, მხარს უჭერს ეროვნულ ვალდებულებას საერთაშორისო ნორმებისა და ვალდებულებების მიმართ. მაგალითად, ეროვნულ დონეზე ბიოლოგიური იარაღის კონვენციის განხორციელება ქვეყნებისგან მოითხოვს, უარი თქვან ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე. ქვეყნებმა ასევე უკეთესად უნდა ითანამშრომლონ ბიომეცნიერებების საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ბონი ჯენსკინსმა.


პირველი არხი 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up