საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლა და დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა – 49:15. „ბორჯღალოსნებს“ სერიოზული მოწინააღმდგეე რომ ჰყავდა, ამის დასტურად სატურნირო მდგომარეობაც გამოდგება – საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ადგილის დასაკავებლად და რაგბი ევროპის მოსაგებად ესპანელების დამარცხება სჭირდებოდათ.
მატჩის საფინალო ანგარიშიც ნათლად მეტყველებს, რომ ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმი არც ერთი გუნდისთვის იოლი არ იყო, „ბორჯღალოსნებმა“ 18:8 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა გაცილებით მაღალ ტემპში, მრავალმხრივად ითამაშა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაასრულა.
შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.
1tv.ge