„ბორჯომი“ დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახალ, ლიმიტირებულ სერიას წარმოგიდგენთ

„ბორჯომი“ დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახალ, ლიმიტირებულ სერიას წარმოგიდგენთ

access_time2022-12-19 15:00:26

ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი,“ წინა საახალწლოდ საზოგადოებას, „ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს. ახალი დიზაინი მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ დიზაინერთან - დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის, შეიქმნა. „ბორჯომის“ ლიმიტირებული შეფუთვის შესაქმნელად, დევიდ კომასთვის შთაგონების წყაროდ საქართველოს უდიდესი მეფის, თამარ მეფის სამკაული იქცა.



ამ თანამშრომლობით, ორ ბრენდს - BORJOMI X DAVID KOMA სურდა, რომ შექმნილიყო ისეთი ვიზუალი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას ასახავდა. „ბორჯომის“ ქილის შეფუთვაში, გამოყენებულია „ბორჯომის“ ტრადიციული  ქართული მწვანე ფერი, ბრენდის სიმბოლო ირემი და დევიდ კომასთვის დამახასიათებელი ბრჭყვიალა ელემენტები.




ვახტანგ ანთაძე, ბრენდ „ბორჯომის“ გლობალური დირექტორი:

„„ბორჯომი“ არის ცოცხალი ლეგენდა! ვამაყობთ, არაერთ ლეგენდასთან თანამშრომლობის ისტორიით, რომელიც დევიდ კომასთან კოლაბორაციით გრძელდება. „ბორჯომი“ მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.  თავისი შემოქმედებით დევიდ კომა ასევე აცნობს საქართველოს მსოფლიოს. „ბორჯომსა“ და დევიდ კომას  ქართული წარმომავლობა აერთიანებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან გვეთანამშრომლა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დევიდ კომას მხოლოდ საქართველოსთვის შეექმნა დიზაინი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის ქართულ იდენტობას.“



ირინა კეიდია, IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგის დირექტორი:

BORJOMI X DAVID KOMA - ეს კოლაბორაცია სიმბოლურია და  ვფიქრობ კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას დიზაინერთან, რომელიც ასევე საქართველოში დაიბადა და შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დევიდ კომამ, ექსკლუზიურად საქართველოსთვის შექმნა „ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებული შეფუთვა, რომელიც თაროებზე უკვე წარმოდგენილია. ქილის დიზაინში, „ბორჯომის“ მთავარ სიმბოლოსთან - ირემთან ერთად, გამოყენებულია ქართული იკონოგრაფიის კლასიკური ელემენტები. „ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და ჩვენც ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ, წინა საახალწლოდ საზოგადოებისთვის ლიმიტირებული შეფუთვის შეთავაზება.“


მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი - დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე საქართველოში, თბილისში დაიბადა, ამჟამად ის  ლონდონში ცხოვრობს. უკვე წლებია მისი ნამუშევრები მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ აღიარა. მკვეთრად გამოხატული ხელწერა, ქალის სილუეტით შთაგონებული სკულპტურული ფორმები, დახვეწილი და ელეგანტური სამოსი - ეს დევიდ კომას შემოქმედების მთავარი და უცვლელი ხაზია. ლონდონის პრესტიჟული მოდის სასწავლებლის - Central Saint Martins-ის დასრულების შემდეგ, დევიდ კომამ თავისი ბრენდი დააფუძნა და მას შემდეგ, ლონდონის მოდის კვირეულის მონაწილეა. არაერთი საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, დევიდ კომა საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს.



დევიდ კომა, დიზაინერი

„„ბორჯომი“ და საქართველო უკვე განუყოფელია. ქართველები, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვქმნიდეთ, ყოველთვის ვიაზრებთ, რომ ჩვენი ნამუშევრები, თანამედროვე გამოწვევებთან ერთად, უნდა პასუხობდეს ჩვენს იდენტობას  - თუ საიდან მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ამ თანამშრომლობას განვიხილავ, როგორც განსაკუთრებულ შესაძლებლობას - დავუბრუნდე ჩემს ფესვებს. ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, რომ წვლილი შევიტანო უკვე ისტორიად ქცეული პროდუქტის დიზაინის შექმნაში, რომელიც მრავალი წელია მიყვარს.


საქართველოს ისტორია, ფოლკლორი და კულტურა ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო. ამჯერად კი, ინსპირაცია თამარ მეფის სამეფო სამკაულია. ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ ბრჭყვიალა ელემენტებს, სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაშიც ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ბუნებრივი მიმართულება. მსმენია ლეგენდა ირემზე, რომელმაც „ბორჯომის“ უნიკალური წყალი აღმოაჩინა. ამიტომ, შეფუთვაში ეს ისტორიაც შევინარჩუნე. ბრენდის განუყოფელ სიმბოლოსთან ერთად, დიზაინში გამოვიყენე ქართული მწვანე ფერი, ასე უხვად რომ არის საქართველოში - თუნდაც მწვანე ტყეები, წყალი რომ ირეკლავს.“         


„ბორჯომის“ ახალი, 0.33 ლიტრიანი ქილა, ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. ლიმიტირებული შეფუთვა საქართველოში უკვე გამოჩნდა.

 


 (R)

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up