„ბორჯომის“ გაყიდვები ნაშთების ამოწურვამდე გაგრძელდება - დისტრიბუცია

„ბორჯომის“ გაყიდვები ნაშთების ამოწურვამდე გაგრძელდება - დისტრიბუცია

access_time2022-04-29 18:00:26

„ბორჯომის“ ქარხნების დახურვის შემდეგ დარჩენილი ნაშთების გაყიდვებს საფრთხე არ ემუქრება და ფალსიფიკაციის მხრივაც რისკი ნაკლებადაა. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საწარმომ გააგრძელოს საქმიანობა და არ დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა და ადამიანები უმუშევრად არ დარჩნენ.


როგორც ივა ჭყონია აცხადებს, ,,ბორჯომის“ გაჩერებით ქვეყანა დიდ დანაკარგს მიიღებს, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ინვესტორის მხრიდან, რომ წარმოება გაგრძელდეს.

 

,,სადისტრიბუციო ბაზრის დანაკარგზე საუბარი მოსატანიც არ არის იმ რისკიდან გამომდინარე, რასაც ,,ბორჯომის“ დახურვა გამოიწვევს. ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან ნეგატიურია გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ერთი მხრივ, ბიუჯეტი დიდძალ თანხას დაკარგავს, მაგრამ ამავე დროს ასობით თანამშრომელი უხელფასოდ დარჩება. რამდენადაც ცნობილია, ინვესტორს  პრობლემა შეექმნა საბანკო შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვერ ახდენენ ვალდებულებების შესრულებას, ვერ იხდიან ხელფასებს და გადასახადებს. ამასთან ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის იმიჯის საკითხიც, ვინაიდან  საუბარია ეროვნულ ბრენდზე, რომლის დასაცავად ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს.  საქართველოსთვის ,,ბორჯომი“ მხოლოდ გაზიანი და მტკნარი წყალი არ არის,  მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც ექსპორტზე აქტიურად გადიოდა, როგორც ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიასა და აშშ-ში, არაერთ ქვეყანას ამარაგებდა თავისი პროდუქციით“, - აცხადებს ივა ჭყონია ,,კომერსანტთან“.


ჭყონიას თქმით,  კომპანიის მხრიდანაც უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სანქციებს თავი დააღწიონ და ოპერირება ნორმალურ რეჟიმში გააგრძელონ.



,,ცხადია, ეს არ არის შემთხვევა, როცა ერთი სახეობის წყალი შეიძლება ჩანაცვლდეს მეორეთი.  ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჯანსაღი კონკურენციისთვის ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.  სანქციები პერსონებს უწესდებათ და შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებთანაც შეხება აქვთ.  ალბათ, გარკვეული ზომების მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ფალსიფიკაციის რისკი ნაკლებადაა, არ ველოდები, რომ საქმე აქამდე მივა. რაც შეეხება რეალიზაციის საკითხს, ქარხნის დახურვა ამ მხრივ პრობლემას ვერ გამოიწვევს. არის ნაშთები, რომელსაც გაყიდიან და როცა მარაგი ამოიწურება, გაყიდვები თავისთავად გაჩერდება“, - დასძენს ივა ჭყონია.

 

შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო, „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს.


კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

 

ცნობისთვის, 2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up