დღეს, 31 მაისს, დილით 06:00 საათიდან ქალაქ ბორჯომში, კომპანია ,,IDS Borjomi Georgia“-ს პირველი ჩამომსხმელი ქარხნის წინ, უვადო სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.
,,ჩვენი პროფკავშირი სრულიად იქნება ჩართული ზემოთ აღნიშნულ საპროტესტო მოვლენებში და ყველა შესაძლო საშუალებით გააძლიერებს ამ მოვლენებს, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით“, - აცხადებს საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე.
მისივე თქმით, გაფიცულია 400-მდე ადამიანი. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება.