„ბორჯომის“ პროტესტის მორალური დილემა

„ბორჯომის“ პროტესტის მორალური დილემა

access_time2022-06-04 14:40:27

საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის კომპანია, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, დღეს მასშტაბური კრიზისის წინაშეა - გაყინული აქვს ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის უდიდესი ნაწილი. კომპანიის განცხადებით, სირთულეების მიუხედავად, ერთთვიანი პაუზის შემდეგ, „IDS ბორჯომი საქართველოს“ ნომერ პირველმა და მეორე ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობა მცირე მოცულობით განაახლეს, რაც ადგილობრივი ბაზრების მომარაგების შესაძლებლობას იძლევა.

რეორგანიზაცია და კადრების შემცირება არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორისთვის უცხო არ არის. პრობლემა მაშინ იწყება, თუკი ეს სამართლებრივი ნორმების დარღვევით ხდება. რაც შეეხება, ასეთი დიდი ცვლილებების და რყევების დროს, კერძო ბიზნესის საპასუხო რეაქციას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაციას ახორციელებს. ამის ნათელი მაგალითი იყო პანდემია, როდესაც მთელ რიგ ინდუსტრიებში თანამშრომელთა უდიდეს ნაწილს სამუშაო შეუმცირდა ან ის სრულად დაკარგა.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ წინაშე წარმოქმნილი პრობლემების მასშტაბი ამ ერთი კომპანიისთვის პანდემიაზე მეტი გავლენის მომხდენია. სოციალური პასუხისმგებლობა რომ დავივიწყოთ, „IDS ბორჯომი საქართველოს“ მინიმუმ უნდა გაენახევრებინა დასაქმებულთა რაოდენობა. ეს ბიზნესმიდგომით სრულიად ახსნადი და გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ 650 პირდაპირ დასაქმებული თანამშრომლიდან შემცირებულია მხოლოდ 50 თანამშრომელი, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 7-8 პროცენტს არ აღემატება.

დანარჩენ თანამშრომლებს კი კომპანიამ შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი, სახელფასო განაკვეთი და სოციალური პაკეტი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების, მოცდენის დროს დაანგარიშების სისტემა, ხოლო ნამუშევარი საათების ანაზღაურება ყველა თანამშრომლისთვის უცვლელი დატოვა.

ცხადია, ბორჯომი არ არის მხოლოდ რიგითი, კერძო ბიზნესი, ამ ბრენდს ქვეყნისთვის უდიდესი დატვირთვა აქვს, ამასთან, ის რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს.

გაფიცულების მთავარი მოთხოვნებია - შემცირებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა, ძველი შრომითი პირობების დაბრუნება, უვადო ხელშეკრულებების გაფორმება ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25 %-ით ზრდა, თუმცა ყოველდღე ისინი ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებენ. ალბათ, ეს ობიექტური რეალობა და ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ პროტესტმა არ და ვერ მიიღო მასშტაბური ხასიათი.

რაც შეეხება დასაქმებულთა ხელფასებს, ჩვენ გავეცანით წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ერნსტ ენდ იანგის კვლევას“, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვნახოთ, როგორია „IDS ბორჯომში“ დასაქმებულთა ხელფასი სექტორში მსგავს კომპანიებთან მიმართებით.

აღმოჩნდა, რომ ბორჯომის თანამშრომლების ხელფასები დღეს ასე გამოიყურება:


წარმოების ოპერატორი - 2000 ლარი (სექტორში საშუალო ხელფასი ანალოგიურ პოზიციაზე - 1063 ლარი);

წამყვანი ოპერატორი - 2203 ლარი (სექტორში საშუალო ხელფასი ანალოგიურ პოზიციაზე - 1487 ლარი);

სატვირთო მანქანის მძღოლი - 1870 ლარი (სექტორში საშუალო ხელფასი ანალოგიურ პოზიციაზე - 1248 ლარი);

მტვირთავი - 1875 ლარი (სექტორში საშუალო ხელფასი ანალოგიურ პოზიციაზე - 1000 ლარი);

დამლაგებელი - 1138 ლარი (სექტორში საშუალო ხელფასი ანალოგიურ პოზიციაზე - 788 ლარი).

სხვადასხვა სფეროში, მაგალითად საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებს თუ შევადარებთ, თვალსაჩინოა, რომ აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებულ პირებს პროცენტულად გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ.

მაგალითისთვის, მეხანძრე-მაშველის საშუალო ხელფასი დღეს 630 ლარია, სამედიცინო მუშაკის ანაზღაურება - 600, ხოლო პედაგოგების მინიმალური ხელფასი 337 ლარია.

გარდა ამისა, „IDS ბორჯომი საქართველოს“ დასაქმებულები სექტორში საუკეთესო სოციალური პაკეტით სარგებლობენ: ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკი, კარგი სოციალური დაზღვევა, კვება, საწარმოო ობიექტამდე და უკან მათ გადაადგილებას კომპანია უზრუნველყოფს, ერიცხებათ პრემიები, ბონუსები, დასაქმებულთა დაბადების დღეებზე დამატებითი თანხა (სასაჩუქრე), დასაქმებულების შვილებს კომპანია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის 50%-ს უფინანსებდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია დღეს ბორჯომის ბიუჯეტის ძირითადი შემავსებელია. ის ადგილობრივ ბიუჯეტში წელიწადში 12 000 000 ლარს რიცხავს.

„IDS ბორჯომი საქართველო“-ში აცხადებენ, რომ არსებულმა რთულმა სიტუაციამ შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ ბორჯომელების კეთილდღეობაც, რომლებიც არ არიან კომპანიის თანამშრომლები, თუმცა კონკრეტულ სარგებელს იღებენ მის მიერ განხორციელებული არაერთი სოციალური პროექტის მეშვეობით. მათ შორის არის ახალგაზრდებისთვის სწავლის დაფინანსება, 2012 წლიდან კომპანიის ეგიდით სასწავლო ცენტრის ფუნქციონირება, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსება, ფეხბურთის და რაგბის გუნდების, ადგილობრივი ბავშვთა ფედერაციისა და საბავშვო ღონისძიებების, ასევე რაიონის ეკლესია - მონასტრების მხარდაჭერა.

„IDS ბორჯომი საქართველო“-ში აცხადებენ, რომ კრიზისის დასაძლევად ძლიერი, მასშტაბური და რეალისტური გეგმა აქვთ, რომელიც, უახლოეს მომავალში კომპანიას სრულად დააძლევინებს ყველა გამოწვევას.

ძნელია, არ უგულშემატკივრო ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე საუბრობს. ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი არაა, რომ ადამიანებს ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება უწევთ, თუმცა ისიც ბუნებრივია, რომ ამ პირობებში ჩვენ ვგულშემატკივრობთ იმ ბრენდს, რომლითაც არაერთხელ გვიამაყია, გვინდა, რომ დაძლიოს კრიზისი, რაც ყველას საერთო მიზანი უნდა იყოს.


წყარო: primetime.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up