დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებმა, ბორჯომში, ყოფილი სანატორიუმების - „ლიკანისა“ და „ბორჯომის“ შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„კომისიის წევრებმა ინდივიდუალურად განიხილეს ყველა იმ დევნილი ოჯახის საკითხი, რომლებსაც საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გარკვეული შეკითხვები გააჩნდათ.
დევნილთა სააგენტოს უკვე გადმოეცა მიწის ნაკვეთი ქალაქ ბორჯომში, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.