ბორის ჯონსონი ამბობს, რომ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

access_time2023-01-30 11:35:47

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას, ვლადიმირ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი დოკუმენტურ ფილმში „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“ საუბრობს.

 

როგორც BBC წერს, ჯონსონსა და პუტინს შორის საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შედგა, როცა პრემიერმა პუტინი გააფრთხილა, რომ მოსალოდნელი ომი სრული კატასტროფა იქნებოდა.

  

ფილმში ჩანს, როგორ აფრთხილებს ჯონსონი პუტინს, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის სანქციებს და რუსეთის საზღვრებთან ნატოს ჯარების მობილიზებას.

 

„ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება,“ - ამბობს ჯონსონი.

 

სატელეფონო საუბრიდან ცხრა დღის შემდეგ, 11 თებერვალს, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მოსკოვში თავის რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან შესახვედრად გაემგზავრა.


 

BBC-ის დოკუმენტური ფილმში „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“ ჩანს, რომ უოლესი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, მაგრამ ჯონსონი ამბობს, რომ ორივე მხარემ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო.

 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ბულინგის ან ძალის დემონსტრირება იყო: „მე მოგატყუებ, შენ იცი, რომ ვიტყუები და მე ვიცი, რომ იცი, რომ გატყუებ და მაინც ვაპირებ მოგატყუო“.

 

ორ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ, როცა 24 თებერვალს რუსული ტანკები უკრაინაში შევიდა, შუაღამისას ჯონსონს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაურეკა.

 

„ზელენსკი ძალიან, ძალიან მშვიდი იყო, იხსენებს ჯონსონი, მაგრამ მან მითხრა, რომ რუსეთი უკრაინას ყველა მხრიდან თავს ესხმოდა. ამ საუბრისას ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს უსაფრთხო ადგილას გადაყვანა შესთავაზა.

 

„მან შეთავაზება არ მიიღო, გმირულად დარჩა იქ, სადაც იყო,“ - ამბობს ფილმში ჯონსონი.

 

დოკუმენტური ფილმის „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“ ჩვენება BBC 2-ზე დღეს, 30 იანვარს შედგება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up