მე არ ვარ ანტირუსული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა დიმიტრი პესკოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ჯონსონი არის ანტირუსული რბოლის“ ყველაზე აქტიური მონაწილე“.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუს ხალხს თანაუგრძნობს, მაგრამ არა მათ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ რასაც პუტინი აკეთებს, არის სრულიად კატასტროფული. უკრაინაში მისი შეჭრა არის არაადამიანური და ბარბაროსული ქცევა, რომლის მსგავსიც ევროპის კონტინენტზე უკვე 80 წლის განმავლობაში არ გვინახავს“, - განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არის ყველაზე აქტიური ანტირუსული ლიდერი.
„რაც შეეხება ბატონ ჯონსონს, ჩვენ მას ვხედავთ, როგორც ანტირუსულ რბოლაში ყველაზე აქტიურ მონაწილეს. ეს გამოიწვევს საგარეო პოლიტიკის ჩიხს“, - განაცხადა პესკოვმა მოსკოვში გამართულ რეგულარულ პრესკონფერენციაზე.