დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 2028 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის უკრაინაში ჩატარების ინიციატივა გააჟღერა. მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსების სურვილზე, რომ მიიღონ მონაწილეობა ტურნირზე.
კონტინენტური ჩემპიონატის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტები არიან ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია – რომლებმაც ერთობლივი განაცხადი შეიტანეს. ჯონსონი ევრო 2028-ის რუსეთის მიერ მასპინძლობის სურვილს გამოთქმას აბსურდულად მიიჩნევს.
მას მიაჩნია, რომ სჯობს ტურნირი უკრაინელებს “გადაცეთ”.
„იდეა, რომ ახლა რუსეთში ფეხბურთის ტურნირის ან რაიმე კულტურული ღონისძიების ჩატარების, სატირის მიღმაა. არ მჯერა, რომ ვინმე სერიოზულად განიხილავს მათ წინადადებას და დიახ, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ რუსეთის ყველა ძალა დაუყოვნებლივ დატოვებს უკრაინას და ტურნირი უკრაინელებს გადასცემს“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა საბოლოოდ დაკარგა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსები.
წყარო: bfm.ge