გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ფინეთისა და შვედეთის მიერ, ნატო-ს წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.
ჯონსონის თქმით, ალიანსისა და მსოფლიოსთვის დღეს ისტორიული დღე იყო.
„ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ალიანსისა და მსოფლიოსთვის. არც ისე დიდი ხნის წინ, ამ ნაბიჯის შესახებ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ პუტინის შემზარავმა ამბიციებმა ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკური კონტურები შეცვალა. მოუთმენლად ველი, ფინეთისა და შვედეთის, მალე ნატოს ოჯახში დახვედრას“, - წერს ჯონსონი.
შეგახსენებთ, დღეს, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსის წევრობის განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. მათ ალიანსში გაწევრიანებას ნატო-ს წევრი ქვეყნების სრული თანხმობა სჭირდება.