ლიკანის სასტუმროს მუშაობაზე  მწვანე პასპორტებს  გავლენა არ მოუხდენია

ლიკანის სასტუმროს მუშაობაზე მწვანე პასპორტებს გავლენა არ მოუხდენია

access_time2021-12-22 16:00:47

Borjomi Likani Health & Spa Centre-ის მუშაობაზე „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას ხელი არ შეუშლია და მომხმარებელთა რაოდენობა უცვლელი დარჩა. როგორც „კომერსანტს“ Borjomi Likani Health & Spa Centre - ის ბრენდის განვითარების დირექტორმა ქეთი ნადარეიშვილმა უთხრა, სასტუმრო საახალწლოდ მომხმარებელს გალა ვახშამს და ადგილობრივი ბენდის შესრულებით ცოცხალი მუსიკის საღამოს სთავაზობს. მისივე თქმით, ახალი წლისთვის ნომრების დაჯავშნა აქტიურად მიმდინარებს.

 


„ვერ ვიტყვით, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედებამ მომხმარებელთა რაოდენობა შეცვალა, ზუსტად ისე ვაგრძელებთ მუშაობას, როგორი მოლოდინიც გვქონდა და როგორც ვმუშაობდით. ახალი წლისთვის ნომრების ნაწილი უკვე დაჯავშნილია“, - აღნიშნა ქეთი ნადარეიშვილმა.

 


ნადარეიშვილის თქმით, სასტუმრო Borjomi Likani Health & Spa Centre-ს როგორც ადგილობრივები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ, ტურისტები ძირითადად ყაზახეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან და საქართველოდან არიან.

 



რაც შეეხება ფასებს, ქეთი ნადარეიშვილი ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით სასტუმროში განთავსების ფასი 30%-ით არის გაზრდილი, რამაც სასტუმროს შემოსავალიც გაზარდა.

 


„ჩვენთან სტუმრები ემირატებიდან, საუდის არაბეთიდან ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ასევე გვყავს ქართველი დამსვენებლებიც, პანდემიის გამო 2019 წელთან შედარებით ფასის 30%-ით გაზრდა მოგვიწია, გაზრდილია სასტუმროს შემოსავალიც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქეთი ნადარეიშვილმა.

 


დღეის მონაცემებით სასტუმროში ერთი ღამით განთავსების საფასური 267 ლარიდან 912 ლარამდე მერყეობს. სასტუმროს ასევე აქვს საპრეზიდენტო ნომერი, რომლის ღირებულება დღეის მდგომარეობით 3320 ლარს შეადგენს

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up