გერმანიამ და დანიამ იპოვეს ენერგიის ალტერნატიული ვარიანტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რუსული გაზი და მოამარაგოს ევროპა ენერგორესურსებით. გამოსავალი შეიძლება იყოს „ბორნჰოლის ენერგეტიკული კუნძული“ – ქარის ელექტროსადგური ბალტიის ზღვაში, წერს Bloomberg.
გერმანულ-დანიური ქარის ელექტროსადგური დღეში 3 გვტ-ზე მეტის გამომუშავებას შეძლებს ბალტიის ზღვაში ყოველთვის ძლიერი ქარისგან მიღებული ენერგიის გამომუშავების დახმარებით.
„ევროპაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს მსგავს პროექტზე“, – განაცხადა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა და კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა.
პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მისი განხორციელებისთვის საჭირო იქნება 9 მილიარდი ევროს ინვესტიცია, აქედან 3 მილიარდი ინფრასტრუქტურას მოხმარდება, 6 მილიარდი კი ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას მოხმარდება.
ქარის ელექტროსადგურს შეეძლება დააკავშიროს რამდენიმე ქარის პარკი და გაანაწილოს მათ მიერ წარმოებული ენერგია ორ ქვეყანას შორის. ბურნჰოლის ენერგეტიკული კუნძული ფუნქციონირებას 2030 წელს დაიწყებს და მისი ენერგიის გამოყენებას 4,1 მილიონი ოჯახი შეძლებს.
bfm.ge