ბორუსან კატ საქართველომ კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა

ბორუსან კატ საქართველომ კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა

access_time2023-02-03 11:10:51

2023 წელი კომპანია ბორუსან კატმა სიახლით დაიწყო და 2 თებერვალს კოლეჯ „სპექტრში“ თავისი ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სასწავლო ცენტრი გახსნა. ბორუსან კატი საქართველოს ბაზარზე 25 წელია ოპერირებს, როგორც კატერპილარის ოფიციალური დილერი და მომხმარებელს საგზაო სამშენებლო ტექნიკას და ენერგო სისტემებს სთავაზობს.

 

როგორც „კომერსანტთან“ კომპანიის HR ხელმძღვანელმა, რუსუდან ჭანუყვაძემ განაცხადა, ბორუსან კატი არის კომპანია, რომელიც  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ადამიანურ  კაპიტალს ანიჭებს.

 

„შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა „კაპიტალი“ და არა „ადამიანური რესურსი“, რადგან თანამშრომლების განვითარებით, კომპანია ცდილობს მეტი ღირებულება შესძინოს თავისი გუნდის თითოეულ წევრს. კომპანიის მიდგომა ასეთია: ბორუსან კატში კარიერა განვითარების ტოლფასია და, ამ ჭრილში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორად შერჩეულ პარტნიორებთან თანამშრომლობაა.“

 

კოლეჯ „სპექტრთან“ კომპანია ბორუსან კატს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. სტაჟირების  პროგრამით თანამშრომლობის ფარგელბში უკვე არა ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გაიარა სტაჟირება და დასაქმდა კიდეც.

 




კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორ მათე ტაკიძის თქმით, ახალი სასწავლო ცენტრის გახსნით, კოლეჯის სტუდენტებს თანამედროვე აღჭურვილობასთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. “მადლიერები ვართ ბორუსან კატის ჩვენი მუდმივი გაძლიერებისთვის“.




„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ სასწავლო ცენტრის გახსნით, ჩვენი თანამშრომლობა  ახალ ეტაპზე გადადის და ამიერიდან ჩვენი ტექნიკოსების სწავლა-განვითარების  პროცესებს  კოლეჯის პროფესიონალ ტრენერებთან ერთად წარვმართავთ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილი კადრები ჩავრთოთ კოლეჯის სტუდენტების განვითარების პროცესში. ჩვენი დევიზია „ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებებს უკეთესი სამყაროსთვის“. - განაცხადა ბორუსან კატის დირექტორმა, ბაშარ გუვენმა.

 


ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში ბატონი სუათ ქოლუქირიქი, განათლების და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი თამარ კვინიკაძე, პროფესიული უნარების სააგენტოს დუალური სწავლების განვითარების კოორდინატორი ბატონი პეტრე წულუკიძე, ბორუსან კატისა და კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენლები.

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up