ბორუსან კატი აგრძელებს განახლებადი ენერგიის სერვისს მზის სისტემებზე დაყრდნობით

ბორუსან კატი აგრძელებს განახლებადი ენერგიის სერვისს მზის სისტემებზე დაყრდნობით

access_time2022-01-28 10:25:03

ბორუსან კატმა 25 წლის მანძილზე დააგროვა მნიშვნელოვანი საინჟინრო და გამოყენების გამოცდილება კოგენერაციაში, ტრიგენერაციაში, ბიოგაზსა და ნაგავსაყრელიდან წარმოებული გაზის პროექტებში. კომპანია ამჟამად ფართოვდება მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით, რაც თავისი სლოგანის - „ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებებს უკეთესი სამყაროსთვის“, გარშემო ტრიალებს.

 

არსებული ბიზნეს პარტნიორებისთვის ჰიბრიდული ალტერნატივების შეთავაზების პარალელურად, ბორუსან კატი მათ სთავაზობს საინჟინრო და სამომხმარებლო წინადადებებს ფოტოელემენტური პანელებისთვის, ინვერტორებისთვის და ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს სისტემებისთვის. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, CAT_ის ხარისხით. გარდა ამისა, Borusan Cat მათაც სთავაზობს სწორ გადაწყვეტილებებს ვინც სხვა ბრენდის მოთხოვნით აკითხავს კომპანიას.

 

ეკოლოგიურად სუფთა შესაძლებლობა ინვესტიციისთვის

მზის სისტემებისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მზარდი საჭიროების პარალელურად იზრდება. გარდა იმისა, რომ მზის სისტემები ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას გვთავაზობს, ის ასევე ხელსაყრელია საწყისი ინვესტიციის ღირებულების გათვალისწინებითაც, რადგან მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით ინვესტიციის ღირებულება ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. ასევე, ენერგიის შენახვის სისტემების განვითარება და ტექნიკური და სათადარიგო ნაწილების დაბალი ხარჯები ამორტიზაციის პერიოდს უფრო მოკლეს ხდის. დღესდღეობით, მზის სისტემების გამოყენება სახმელეთო შემთხვევაში შესაძლებელია, როგორც მაღალი ასევე დაბალი სიმძლავრითაც, ხოლო სახურავების შემთხვევაში დაბალი სიმძლავრეა რეკომენდირებული. მოსალოდნელია, რომ მზის სისტემების მსგავსი მოხმარება სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.




ჰიბრიდული და მიკროქსელის შესაძლებლობები მზის სისტემების მეშვეობით

გლობალური მასშტაბით, მთავრობის წახალისება ეძლევა არსებულ ელექტროსადგურებს, რათა გაზარდონ სიმძლავრე და ეფექტურობა განახლებადი ენერგიის წყაროებით. მიუხედავად ასეთი სტიმულირების ხელმისაწვდომობისა, Borusan Cat-ის მიერ შემოთავაზებული მზის სისტემის სერვისები მნიშვნელოვანი ინვესტიციის შესაძლებლობაა ენერგიის მწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ გამოიყენონ თავიანთი ლიცენზია სრული დატვირთვით.

 

ჰიბრიდული სისტემები გვთავაზობენ ენერგიის წარმოების შესაძლებლობას იმავე სისტემაში სხვადასხვა წარმოების წყაროების დახმარებით. წყაროების ასეთი მრავალფეროვნების წყალობით უზრუნველყოფილია ენერგიის მდგრადობა და ხარჯების ოპტიმიზაცია. ყველაზე ეფექტური კოორდინაციისთვის ხელმისაწვდომია აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობებიც.

 


მეორეს მხრივ, მიკროქსელის სისტემები უზრუნველყოფენ ენერგიის წარმოებას, გამოყენებასა და შენახვას ეკონომიური ქსელის შექმნით არასაკმარისი ენერგიის ან ქსელის არარსებობის ადგილებში. ამ კონტექსტში, ჩვეულებრივი Cat გენერატორის კომპლექტებისა და Cat მზის სისტემის კომპონენტების გარდა, Borusan Cat გთავაზობთ Cat MMC-ს, სისტემის მთავარ კონტროლერს, ენერგიის შენახვის სისტემებთან ერთად. MMC-ის დახმარებით მიკროქსელის სისტემაში არსებული გენერატორები და მზის სისტემებიდან გამომუშავებული ენერგია კონტროლირებადი ხდება და სრული ინფორმაცია ერთ საერთო ეკრანზეა ხელმისაწვდომი. ასევე, Cat_ის ენერგიის შესანახი სისტემები შესაძლებელს ხდის, საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს გადასატანი ან გამოსაყენებელი ჭარბი ენერგია.

 

ენერგიის წარმოება მოხმარების ადგილზე არის მუდმივად მზარდი და აუცილებელი ტენდენცია მსოფლიოში, რათა შემცირდეს დაკარგული ენერგია და თავიდან ავიცილოთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეზღუდვები. მალე, როდესაც მიკროქსელის სისტემები კიდევ უფრო განვითარდება, ეს ტენდენცია გადაიქცევა სტრუქტურად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ პირობებში, ნაცვლად იმისა, რომ უპირატესობა მიანიჭოს ისეთ ადგილებს, სადაც ქსელი არ არის ხელმისაწვდომი.

 

ბორუსან კატი აგრძელებს განვითარებას, რათა მომხმარებლებისთვის გადაწყვეტილებები მომავალშიც სასურველი იყოს. ამ თვალსაზრისით, კომპანია მიზნად ისახავს ბიზნეს პარტნიორებს მიაწოდოს უკეთესი სერვისები ოპტიმიზებული ხარჯებითა და ეფექტურობით, მის სისტემებში გამოყენებული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტების მუდმივი გაუმჯობესებით.





ბორუსან კატი ამცირებს ნახშირბადის კვალს ნულამდე!

მზის ენერგიის გარდაქმნის დაწყების შემდეგ, ძირითადად თავის ობიექტებში, ბორუსან კატი ამონტაჟებს მზის სისტემას ადანას ქარხნის სახურავზე, რომელიც 2021 წლის ბოლო კვარტალში დასრულდა, როგორც დაგეგმილი იყო. ყოველი 1MWp მზის სისტემა ყოველწლიურად გამორიცხავს 530 ტონა CO2-ის გამოყოფას. ამ მიზნის შესაბამისად, ბორუსან კატის სხვა ობიექტებისთვის მზის ენერგიის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები გაგრძელდება სრული დატვირთვით, რათა კიდევ უფრო შემცირდეს გარემოსთვის ზიანის მიყენება.

 

 



ენერგეტიკული ინდუსტრიის ტრანსფორმაცია და მომავალი: წყალბადის ეკონომიკა


როდესაც მსოფლიო ცდილობს მოძებნოს გზა გლობალური დათბობის შესაჩერებლად, მწვანე წყალბადი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. წყალბადი, რომლის წარმოება ძალიან ძვირი ჯდება დღევანდელი პრაქტიკით, ეფექტურობის თვალსაზრისით მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის სისტემებს. მზის სისტემებს შეუძლიათ წყალბადის წარმოება ყოველდღიურად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ხარჯების შემცირებით. ამ მოვლენების პარალელურად, ბორუსან კატი აგრძელებს მცდელობებს, გამოიყენოს წყალბადის ენერგია თავის ენერგეტიკულ სისტემებში. კატერპილარი აწარმოებს კვლევისა და განვითარების აქტივობებს, რათა განავითაროს პროდუქტები, რომლებიც ამჟამად შესაფერისია წყალბადისა და ბუნებრივი აირის ნარევისთვის იმ დონეზე, სადაც ისინი გამოიყენება მხოლოდ წყალბადთან ერთად. გარდა ამისა, ბორუსან კატი მჭიდროდ ადევნებს თვალყურს წყალბადის შენახვის ტექნოლოგიურ განვითარებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია წიაღისეული საწვავიდან ენერგიის წარმოების შეზღუდვა, ასევე მნიშვნელოვანია მუდმივად მზარდი ენერგიის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ბორუსან კატი თვლის, რომ ამ ენერგიის წყაროს ტრანსფორმაციის გამოსავალი იქნება სუფთა ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვა მისი ამჟამინდელი პორტფელისთვის მაღალი ეფექტურობით ინვესტიციების მოსაზიდად. ამ მიდგომისა და მისი მდგრადობის მიზნების პარალელურად, ბორუსან  კატი გააგრძელებს გადაწყვეტილებების შექმნას უკეთესი სამყაროსთვის, თავისი პროდუქტებისა და სერვისების ხარისხის გაზრდით.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up