წელს ბაზარზე ახალი, GC სერიის დიზელის გენერატორი გამოჩნდა, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის მორგებული მომხმარებლების საჭიროებებზე. GC სერიის გენერატორების უპირატესობა მის კომპაქტურობაში მდგომარეობს, რის შედეგადაც ოპტიმიზირებულია ბიუჯეტი. ამის პარალელურად ასევე ვხვდებით შემდეგ ცვლილებებს: წყლის გათბობის და დროის კონტროლის შესაძლებლობა, Cat-ის ორიგინალი კაბინა და განახლებული მართვის პანელი.
პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა პროექტებისთვის. ეს სია მრავალფეროვანია და მოიცავს ჯანდაცვის დაწესებულებებს, საწარმოო ქარხნებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებს, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, კომერციულ ბიზნესს და საოფისე სივრცეებს. GC სერიის კომპლექტაცია ასევე ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რასაც გენერატორის სიმძლავრის დიაპაზონი განაპირობებს. სიმძლავრე 33 კვა-დან 1100 კვა-მდე, ხოლო ხმის დიაპაზონი 85-დან 95 დეციბალამდე მერყეობს. კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელია დეციბალების შემცირება პროექტის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ახალი GC სერიის კომპლექტაციის მეშვეობით ენერგიის მიწოდება ხორციელდება გარემოსდაცვითი გზით. ის უზრუნველყოფს ენერგიის წარმოქმნას დაბალი ემისიით, რაც გარემოსდაცვით საკითხებში პროდუქტს დიდ უპირატესობას ანიჭებს.
კატერპილარის გენერატორებს გააჩნია 2 წლამდე ქარხნული გარანტია. ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე შესაძლებელია გარანტიის გახანგრძლივებაც. საქართველოში Cat-ის ბრენდის გენერატორების შეძენა შესაძლებელია კატერპილარის ოფიციალურ დილერთან - კომპანია ბორუსან Сat-თან, რომელიც ბაზარზე უკვე 24 წელიწადია ოპერირებს და აქტიურად ემსახურება მომხმარებლებს.
(R)