ბორუსან კატი სპეც ტექნიკის მფლობელებს ახალ სერვისს სთავაზობს

ბორუსან კატი სპეც ტექნიკის მფლობელებს ახალ სერვისს სთავაზობს

access_time2021-07-23 10:00:26

ბორუსან კატ საქართველოს წარმომადგენლობაში მომხმარებლებისთვის მიმდინარე ზაფხულიდან სიახლეა – კომპანიამ ახალი დანადგარები შეიძინა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საწვავი სისტემის მთავარი კომპონენტების დიაგნოსტირება და შეკეთება, რაც ასევე დიდ სიახლეს წარმოადგენს ბაზრისთვის.


დანადგარების შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ უფრო დეტალურად გვესაუბრება კომპანიის ტექნიკოსების ჯგუფის უფროსი გოჩა ტყეშელაშვილი.


– რა შესაძლებლობები გააჩნია აღნიშნულ დანადგარებს და კონკრეტულად ვისთვის არის ისინი განკუთვნილი?


– საწვავის სისტემაში არსებული პრობლემები აქტუალური საკითხია სპეც ტექნიკის მფლობელებისთვის. ნებისმიერი ტექნიკის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ აღნიშნული სისტემა შეუფერხებლად მუშაობდეს. სწორედ, საწვავი სისტემის მთავარი კომპონენტების დიაგნოსტირების და შეკეთების ახალი დანადგარები გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ თუ რა სახის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, განვსაზღვროთ დაზიანების ხარისხი და საჭიროების შესაბამისად განვახორციელოთ ამ კომპონენტების რემონტი. აღნიშნული დანადგარები ხელმისაწვდომია როგორც კატის, ასევე სხვა ბრენდების სპეც ტექნიკის მფლობელებისთვის.




– რა უპირატესობებს სთავაზობს დანადგარი მომხმარებელს და ზოგადად რა მდგომარეობაა საქართველოს ბაზარზე ამ მიმართულებით?


– დღესდღეობით ჩვენი ბაზარი არ არის გაჯერებული აღნიშნული სერვისით.  ძირითადი პრობლემა კი მდგომარეობს კვალიფიციური კადრების ნაკლებობაში. ამჟამად ჩვენი ტექნიკოსები თურქეთში გადიან  ტრეინინგებს, რათა მაქსიმალურად სრულჰყონ თავიანთი ცოდნა და საუკეთესო გადაწყვეტილებები შესთავაზონ ჩვენს მომხმარებლებს. რაც შეეხება აღნიშნული სერვისის უპირატესობებს, საწვავი სისტემის სწორი დიაგნოსტიკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს ხარჯები და რაც ყველაზე მთავარია, შეამციროს ტექნიკის მოცდენის პერიოდი. გარდა ამისა, საგრძნობლად მცირდება საწვავის მოხმარება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლებისთვის.  


– რამდენად ეკო მეგობრულია აღნიშნული დანადგარები?


– კომპანია ბორუსან კატი ჩართულია სოციალური პასუხისმგებლობის თემებში და ზრუნავს ეკოლოგიურ საკითხებზე. გამომდინარე იქიდან, რომ არასწორი წვის შედეგად წარმოიქმნება ნალექი და ჭვარტლი, რომლის რაოდენობაც გამონაბოლქვში საწვავის სისტემის დაბინძურების შესაბამისად იზრდება, მნიშვნელოვანია თითოეული კომპონენტის გამართული მუშაობა, რათა გამონაბოლქვის მიერ მიყენებული ზიანი ეკოლოგიისთვის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სწორედ ეს დანადგარები გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ მსგავსი დაზიანებები და პრობლემური კერები და დროულად განვახორციელოთ დაზიანებული კომპონენტების შეკეთება.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up