გერმანული Robert Bosch GmbH 2025 წლისთვის ბიზნესის დიგიტალიზაციაში 10 მილიარდ ევროს ინვესტირებას მოახდენს, რომლის ორი მესამედი ტექნოლოგიების განვითარებს მდგრადობას მოხმარდება.
Bosch-მა ასევე გააფორმა ხელშეკრულება International Business Machines Corp-თან კვანტური გამოთვლის სფეროში პარტნიორობის შესახებ, წერს Dow Jones კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.
აღნიშნული პარტნიორობის მიზანია გამოიყენოს კვანტური გამოთვლები სხვადასხვა ახალი მასალის შეფასების მოდელების შესაქმნელად.
მიმდინარე წლის ივლისში Bosch-მა დაასაჯაროვა 2026 წლისთვის საკუთარი ნახევარგამტარების ბიზნესში 3 მილიარდი ევროს ინვესტიციის გეგმა. ამ თანხების ნაწილი რეიტლინგენსა და დრეზდენში ორი განვითარების ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.