Robert Bosch ზღუდავს მუშაობას რუსეთში იმ ფონზე, როცა მისი ნაწილები, შესაძლოა, "არასამოქალაქო" მიზნებისთვის, კომპანიის პოლიტიკის დარღვევით გამოიყენებოდა.
გერმანული ავტონაწილების მწარმოებელმა რუსი მომხმარებლებისთვის სატვირთო მანქანების ნაწილების მიწოდება შეაჩერა იქამდე, სანამ არ გამოიძიებს, თუ როგორ ხდება მისი საქონლის განაწილება.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ Bosch უკრაინაში შეჭრილ სამხედრო ტექნიკას ნაწილებით ამარაგებს.
კომპანია ვარაუდობს, რომ წარმოება სრულად შეჩერდება რუსეთში არსებულ ყველა მის ქარხანაში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში საყოფაცხოვრებო საქონლის საწარმოში.