ბოსფორის სრუტეში ნაოსნობა ორივე მიმართულებით შეჩერდა, ნათქვამია თურქეთის სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„მეგაპოლისის სანაპიროებზე გემების მოძრაობა ჩრდილოეთი–სამხრეთის მიმართულებით 20 აპრილს 02:00 საათიდან შეწყდა, ხოლო სამხრეთ–ჩრდილოეთის მიმართულებით – 06:15 საათიდან“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
იმის შესახებ, თუ რატომ დაიკეტა სტრატეგიული დანიშნულების სრუტე, ან როდის აღდგება მოძრაობა, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.