ბოსფორის სრუტე დროებით გადაკეტილია. გემი, რომელიც მშრალი ტვირთით უკრაინიდან სტამბოლში მიემართებოდა მეჩეჩზე დაჯდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იტყობინება თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით.
თურქული მედიის ცნობით, ადგილზე გასულია სამაშველო გემი და რამდენიმე კატარღა. ბოსფორის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა დროებით შეჩერებულია.
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, ბეიქოზ ანადოლუ კავაჯის ყურეში მეჩეჩზე მას შემდგე დაჯდა რაც საჭემ უმტყუნა. შემთხვევას მსხვერპლი, ვინმეს დაშავება ან გარემოს დაბინძურება არ მოჰყოლია.