ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა აღდგენილია. მეჩეჩზე დამჯდარი სატვირთო გემის სამაშველო სამუშაოები წარმატებით განხორციელდა.
16 იანვარს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, ბეიქოზ ანადოლუ კავაჯის ყურეში მეჩეჩზე მას შემდგე დაჯდა რაც საჭემ უმტყუნა. შემთხვევას მსხვერპლი, ვინმეს დაშავება ან გარემოს დაბინძურება არ მოჰყოლია. ინციდენტის გამო ბოსფორის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა დროებით შეჩერებული იყო.