ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება. როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება ევროპის საკითხებში, ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს.
ამასთან, მედიის ცნობით, შესაძლოა, კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ბრიუსელს, ოფიციალურად მიმართოს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი, ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.
„ახლა ევროკავშირის საბჭოს მოუწევს გააუქმოს სასაზღვრო კონტროლი და პასუხისმგებელი ორგანოები დაიწყებენ სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის სიტუაციის მონიტორინგს“, -წერს მედია.
წყარო: https://europetime.eu/