საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია. ჯგუფში ფასები გაიზარდა 14%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა.
ყველაზე მეტად, 25.8%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა.
პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა მოიმატა 21.0%-ით
რძე, ყველი და კვერცხი 17.2%-ით
ყავა, ჩაი და კაკაო 14.5%-ით
მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენები 12.2%-ით.
თევზეული 12.1% -ით.
ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.2%-ით.
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8%-ით.
ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.
„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4-პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.