BP აბერდინის წყალბადის ქალაქის პარტნიორი გახდა

BP აბერდინის წყალბადის ქალაქის პარტნიორი გახდა

access_time2022-02-04 15:50:00

ნავთობისა და გაზის გიგანტი BP ბრიტანულ ქალაქ აბერდინის წყალბადის ამბიციების კომერციული პარტნიორი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აბერდინი მთავარი საზღვაო, ნავთობსამრეწველო და თევზსარეწი პორტი და სიდიდით მესამე ქალაქია შოტლანდიაში. უკვე კეთდება პროგნოზები, რომ თუკი ქალაქი წყალბადის ენერგიის წამყვანი ცენტრი გახდება, 10 წლის განმავლობაში ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. აბერდინის საკრებულოს ქალაქის განვითარებისა და რესურსების კომიტეტმა BP-ისთან პარტნიორობას მხარი დაუჭირა.

ქალაქს უკვე ჰყავს ორსართულიანი ავტობუსების პარკი, რომლებიც წყალბადზე მუშაობენ. BP, როგორც წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშე, გარემოსდამცველების კრიტიკას ხშირად განიცდის, თუმცა კომპანიას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაშიც ახორციელებს. ოქტომბერში Greenpeace-მა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო, რომელიც BP-ისთვის ჩრდილოეთ ზღვაში ნავთობის საბადოს ათვისების ნებართვას შეეხებოდა. აბერდინის სანაპიროს მახლობლად, ვორლიხის ზოლზე ბურღვის ნებართვა BP-მ 2018 წელს მიიღო.

ქალაქში იგეგმება, რომ აბერდინის წყალბადის ჰაბს მზის ენერგიის ელექტროსადგური ჰქონდეს, რომელიც დაერთებული იქნება მწვანე წყალბადის წარმოებისა და საწვავის შევსების ობიექტებთან. მწვანე წყალბადში იგულისხმება ის, რომ გაზი განახლებადი ენერგიისგან იწარმოება და არა სითბური გამონაბოლქვის მეთოდით.

„ეს არის უზარმაზარი განაცხადი აბერდინისთვის, რაც ჩვენი Net Zero Vision-ის კონცეფციას მხარს უჭერს. ასევე, გზას უხსნის ქალაქს, გახდეს მსოფლიო ლიდერი წყალბადზე დაფუძნებული მწვანე საწვავისა და ენერგიის წარმოებაში. აბერდინს მსოფლიოში წყალბადის პიონერი ქალაქის რეპუტაცია აქვს და BP-ისთან პარტნიორობით ვაპირებთ, აბერდინი „მწვანე ეკონომიკის“ აღდგენის სათავეში დავაყენოთ,“ - აცხადებს ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე, ჯენი ლეინგი.


BP-ის ბრიტანეთის ოფისის ხელმძღვანელი და ევროპის მიმართლების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ლუიზა კინგჰემი ამბობს, რომ კომპანია მზადაა, წარადგინოს ისეთი „ინტეგრირებული ენერგეტიკული გადაწყვეტილებები,“ როგორიც არის წყალბადის ჰაბი.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საინტერესო პროექტის ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობას, რაშიც ვემყარებით ჩვენი თანამშრომლების უნარებსა და გამოცდილებას კომპლექსური ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში,” - აცხადებს ლუიზა კინგჰემი.

საწყის ეტაპზე წყალბადის გამოყენებას ყველაზე მეტად მძიმე მრეწველობასა და მძიმე ტრანსპორტში, მათ შორის სატვირთო მანქანებში, ავტობუსებსა და რკინიგზაში ვარაუდობენ. მისი გამოყენება, ასევე, სახლების გათბობის სისტემაში არის შესაძლებელი, თუკი ტექნოლოგია ბუნებრივი აირის სისტემიდან გადასვლის საშუალებას იძლევა.

BPN.GE

თეგები:
BP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up