BP განიხილავს აზერბაიჯანში არსებული მილსადენების ექსპლუატაციას წყალბადის ტრანსპორტირებისთვის.
ამის შესახებ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში BP-ს ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსების დარგში კოლინ ალანმა განაცხადა ოთხშაბათს პანელურ სესიაზე „აზერბაიჯანში მწვანე ტრანსფორმაციის დაჩქარების ახალი გზების იდენტიფიცირება“, იუწყება Trend.
„აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსთან ჩვენი ერთობლივი პროექტის წყალობით მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ფარგლებში შევძლებთ ელექტროენერგიით მოვამარაგოთ საწარმოები სანგაჭალში. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს მიღწეული წარმოების დეკარბურიზაცია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ამ გზით შეგვიძლია შევამციროთ გამონაბოლქვი 11 პროცენტით“, - თქვა ალანმა.
მისი თქმით, BP-სა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ნახშირწყალბადების ინდუსტრიაში.
„ახლა აუცილებელია ინვესტიციების განხილვა „მწვანე“ მომავალში, ინვესტიციების განხორციელება ახალ ალტერნატიულ ენერგეტიკულ პროექტებში. ჩვენ ასევე განვიხილავთ არსებული მილსადენების ექსპლუატაციის შესაძლებლობას არა მხოლოდ გაზის, არამედ, მაგალითად, წყალბადის ტრანსპორტირებისთვის“, - დასძინა ალანმა.