კომპანია BP-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობისა და გაზის ფასები მაღალი დარჩება. ამასთან ერთად, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდა რუსეთის ჩართულობის გარეშეც იქნება მოსალოდნელი.
„BP ელოდება, რომ მეოთხე კვარტალში ნავთობის ფასები შენარჩუნდება. ამის მიზეზი, რუსული ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული გაურკვევლობა და
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (ოპეკი) მიერ ნავთობის მიწოდების ბოლოდროინდელი შემცირებაა,“ ნათქვამია ანგარიშში.
კომპანიაში თვლიან, რომ მეოთხე კვარტალში, ევროპაში გაზის მიწოდების ნაკლებობის ფონზე, მსოფლიოში გაზის მაღალი და ცვალებადი ფასებიც შენარჩუნდება. სამომავლო პროგნოზები დიდწილად რუსეთიდან მილსადენის გაზის მიწოდებაზე ან სხვა შეფერხებებზე იქნება დამოკიდებული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ BP რუსეთთან ერთობლივი წარმოების არარსებობის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, წარმოების უმნიშვნელო ზრდას ელოდება.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა