“საუბედუროდ, გელათი ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც  2018 წლის დასაწყისში იყო” - თორნიკე ბარათაშვილი

“საუბედუროდ, გელათი ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც 2018 წლის დასაწყისში იყო” - თორნიკე ბარათაშვილი

access_time2023-02-05 12:00:26

არასამთავრობო ორგანიზაცია – „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში შექმნილ მდგომარეობას აღწერს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება მისი თქმით გელათზე მიყენებული ზიანი რიცხვებში არ გამოიხატება.


კომერსანტი თორნიკე ბარათაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


როცა ხარაჩოზე პირველად ავედი და ეს ვნახე, კარგახანს გამიჭირდა რეალობის აღქმა.


ასე რთულად ქვემოდან არ ჩანდა სურათი.

ბრაზი, უსუსურობა და უიმედობა მზერაში გამეყინა და დიდხანს ვაკვირდებოდი ქვეყანაში ჩამოწოლილი უბედურების საშინელ ანარეკლს, ისე მძიმედ აღვიქვი ხარაჩოდან ჩამოსულმა ეზოში აღმოვაჩინე, რომ კამერაში არაფერი მქონდა, იქ გადაღებაც ვერ მოვახერხე პირველ ასვლაზე.

მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებდით, რასაც არაფერი ეშველებოდა, თუმცა მძიმე რეალობის გათვალისწინებით ვერ ვიფიქრე, რომ ამის უარყოფის, შეფუთვის, შელამაზების მცდელობას,
ვინმე გაბედავდა და ამის გავრცელების შემდეგ, შემოქმედები მყისიერად, დუმილით არ მოსცილდებოდნენ პროცესს.

ბრაზის მიუხედავად დასჯაზე არ მიფიქრია, ვინ რა დოზით შეიძლება დაისაჯოს, რომ სასჯელი ამ დანაშაულის თანაზომადი იყოს და მსგავსი ზარალი გაასწოროს..


გელათზე მიყენებული ზიანი ეს ისაა, რასაც რიცხვებში ვერ გამოხატავ..

ძალა ეყოთ და გაჯიუტდნენ, ბოლოს იმდენად, რომ ომი იქეთ გამოგვიცხადეს ყველას, ვინც გელათზე ხმას ვიღებდით.
პოლიტანგაჟირებულების სტატუსები მოგვაკერეს, მართულობაშიც გვამხილეს,
ხარაჩოზე ბოდიალის გამო ლ კრიმინალისტების ჯგუფი გამოუშვეს,
ოფიციალურ განცხადებებში ფრესკების დაზიანებას გვაბრალებდნენ..


ათასი ბრიყვული სიშლეგე მოიფიქრეს, მაგრამ ეს უბედურება არ აღიარეს.

ან რა აღიარება უნდა იმას, რაც ფოტოზე ჩანს.

თუმცა დოზირებული აღიარება საბოლოოდ მოუწიათ, მესამე წელი მიდის და სტილი არ იცვლება.


მაშინ ორი ხელი ჰყოფნიდა იმ ხალხის ჩამოთვლას, ვინც გელათზე ხმამაღლა საუბრობდა პროფესიონალური წრეებიდან, მგონი ერთიც ჰყოფნიდა.
ახლა მეამბოხეთა რაოდენობა მზარდია, თანაც სისტემის შიგნით..

თუმცა, ბევრი დრო გაცდა და სულ მაგას მოვუწოდებდით თითოეული პროფესიონალის გააქტიურებას ოქროს ფასი ჰქონდა, ამ წრის გაფართოება გარდაუვალი იყო. დღეს გელათზე ყველა ლაპარაკობს. ისინიც, ვინც ეჭვის თვალით უყურებდნენ გავრცელებულ მასალებს არასახელისუფლებო მხარესაც და მონდომებით უყრუებდნენ, თითქოს არ ენახათ.


ახალი რა უნდა მოიფიქრონ,
პოლიტანგაჟირებულებს და არაპროფესიონალებს, კვალიფიკაციის არმქონეებს ისევ სხვებს უწოდებენ- ამის შემოქმედები.

საუბედუროდ, გელათი ის ვეღარ იქნება, რაც თუნდაც 2018 წლის დასაწყისში იყო, მაგრამ აუცილებლად გადავარჩება იმ რელიგიური პოპულისტების მონდომებული მავნებლობის მიუხედავად, რომლებიც გასანათლს იორდანიაში აწყობენ, გარეჯის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ, ფეისბუქზე რელიგიურ დღესასწაულებს ხატებით ულოცავენ, ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული.

დასკვნის ავტორები გელათში არასდროს გვინახავსო- ხალხმა, რომლებმაც თავადაც აგერ, ახლა დაიწყეს შემორბენითი სიარული.

პილიგრიმი და მართლმორწმუნე პრემიერი თუ უნახავთ?!

ერთხელ მაინც... წერს თორნიკე ბარათაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up