ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი, ნელსონ ტეიში, რომელიც თანამდებობაზე ერთი თვის წინ დაინიშნა, პრეზიდენტთან უთანხმოების გამო გადადგა.
ნელსონ ტეიში ჟაირ ბოლსონაროს კოვიდინფიცირებულთა ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობასა და ქვეყნის ეკონომიკის გახსნის ტემპების საკითხში ეწინააღმდეგებოდა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ნელსონ ტეიში ჯანდაცვის მინისტრად აპრილის შუა რიცხვებში დანიშნა მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან ნელსონ მანდეტა გაათავისუფლა, რომელთანაც კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, ბრაზილიში კორონავირუსით ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 933 ადამიანი კი გარდაიცვალა.
Imedinews