ბრძოლა ნიკოტინის წინააღმდეგ - სად დგას მეცნიერება?

ბრძოლა ნიკოტინის წინააღმდეგ - სად დგას მეცნიერება?

access_time2023-03-16 12:15:54

მწეველების თამბაქოზე დამოკიდებულებას ნიკოტინი განაპირობებს, თუმცა ეს ნივთიერება არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების მთავარ მიზეზს, ვკითხულობთ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში.

 

“მწეველთა სიკვდილიანობას იწვევს არა ნიკოტინი, არამედ სიგარეტის კვამლი. ამის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ მწეველები ნიკოტინის სასურველი დოზით ტოქსიკური ნივთიერებების დიდი რაოდენობით შესუნთქვის გარეშე”, - აღნიშნავს კლაივ ბეითსი, არასამთავრობო ორგანიზაციის “Action on Smoking and Health (UK)” დირექტორი.

 

ყოველწლიურად მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად იღუპება, მათგან 1.2 მილიონი კი პასიური მწეველია. ამ პრობლემასთან გამკლავების შესაძლებლობას ახალი ტექნოლოგიები და დღეს არსებული სამეცნიერო დასკვნები იძლევა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია 10-15 წელიწადში სრულად გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან - აღნიშნავენ 2023 წლის თებერვალში მადრიდში გამართული თამბაქოს ზიანის შემცირების სამიტის მონაწილე ექსპერტები.

 

“პრობლემა არის ის, რომ მიღებული გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი არ ეფუძნება საღ აზრს. ჩვენ გვაქვს სკანდინავიის ქვეყნების რეალური, კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, რომ სნუსის (ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტის)  ბაზარზე არსებობა ამცირებს სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირში აკრძალულია სნუსის გაყიდვა.. ასეთი მიდგომა უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც კეთილი განზრახვის მიუხედავად, ზიანს აყენებს მრავალ ადამიანს...”, - აღნიშნავს კონსტანტინოს ფარსალინოსი, ონასის კარდიოლოგიური ქირურგიის ცენტრის მკვლევარი და კარდიოლოგი.

 

სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად, იაპონიაში გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების ბაზარზე გამოჩენის შედეგად სიგარეტის გაყიდვები სულ რაღაც 7 წელიწადში 30%-ით შემცირდა.


 

ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მიმართ მსგავს მიდგომებს იყენებენ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ახალი ზელანდიისა და კანადის მთავრობები. შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია შეინიშნება.

 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამეცნიერო მტკიცებულების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ქვეყნების წარმატებული მაგალითების მიუხედავად, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად უპირისპირდება ნიკოტინის შემცველ თამბაქოს უკვამლო პროდუქტებს და მოუწოდებს ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, მოახდინონ აღნიშნული პროდუქტების მკაცრი რეგულირება.

 

„სამწუხაროდ, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერდა და აღიარებდა ზიანის შემცირებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციაში, დღეს იბრძვის არატრადიციული მოწევის, არამედ ნიკოტინის წინააღმდეგ და ეს ნათლად ჩანს მათ განცხადებებში. ჯანმო მთავრობებს, კანონმდებლებსა და მეცნიერებს შორის ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ არსებული არასწორი აღქმების გავრცელების მიზეზია”, – განმარტავს კონსტანტინოს ფარსალინოსი.

 

ბრძოლა ნიკოტინის წინააღმდეგ - სად დგას მეცნიერება?

 

თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლა რაციონალური და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ინიციატივების შედეგად არის შესაძლებელი.

 

“რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც საკმაოდ ტრივიალურია, თუმცა, ჩვენი ყურადღება ძირითადად მისი შესაძლებლობებისკენ უნდა მივმართოთ. მცირე რისკების გამო, ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა”, - აღნიშნავს კლაივ ბეითსი.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up