27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა championat.com ავრცელებს და წერენ, რომ ხელმძღვანელობამ და მოთამაშემ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
უახლესი ინფორმაციით, ანანიძის ტრანსფერზე კვიპროსული "ანორთოსისი" მუშაობს. ქართველი შემტევის მოლაპარაკებები თურქულ "დენიზლისპორთან" ჩაიშალა.
ჯანო ანანიძე "სპარტაკის" შემადგენლობაში 2009 წლიდან ირიცხებოდა. კლუბში ყოფნის პერიოდში ქართველმა იჯარით სხვა გუნდში ორჯერ ითამაშა. 2013/14 წლებში "როსტოვში" და 2018/19 წლების მეორე წრეში "კრილია სოვეტოვში". ორივე შემთხვევაში - მიოდრაგ ბოჟოვიჩთან.
sport.adjara.com