„ბრენდი საქართველო“ -  ქვეყანას ისტორიული სახელი „საქართველო“ ყველა ენაზე უნდა ერქვას

„ბრენდი საქართველო“ - ქვეყანას ისტორიული სახელი „საქართველო“ ყველა ენაზე უნდა ერქვას

access_time2022-03-16 14:00:03

ქვეყნის ბრენდის შექმნა საომარი მოქმედებების ფონზე - ამ თემაზე სასაუბროდ ლევან კობერიძემ თავის საავტორო გადაცემაში რადიო ,,კომერსანტის“ „ბრენდი საქართველო“ კომპანია „ჯეპრას“ მთავარი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი მიიწვია.

 

ლევან კობერიძის თქმით, ჯერ კიდევ პარლამენტში მუშაობისას ჰქონდა ინიციატივა, ჩვენს ქვეყანას ყველა ენაზე ერქვას საქართველო, რაც  სხვადასხვა პერიოდში რიგმა ქვეყნებმა გააკეთეს, მათ შორის ლიეტუვამ.  

 

,,სამწუხაროდ, პარლამენტში ყოფნის დროს ამ მიმართულებით წინ ვერ წავიწიეთ. თუმცა ვაპირებ, რომ თანამოაზრეებთან ერთად ამას საკანონმდებლო ინიციატივის სახე მივცე, რის მცდელობაც ჩემამდეც ყოფილა, შეიძლება დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. მომწონს, როცა ქვეყანას თავისი ისტორიული სახელი ჰქვია ყველა ენაზე, რაც ლიეტუვამ გააკეთა, მისასალმებელი და საუკეთესოა. 

უკრაინის გამარჯვება გვინდა ყველას, მაგრამ ამასთან მინდა საქართველოს გამარჯვება, რაც მოითხოვს გონივრულად აზროვნებას, მსჯელობის და შეთანხმების საფუძველზე. ცხადია, არ მომწონს, რომ თუნდაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ქვეყანა უფრო მეტად  პოლარიზდება. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებაა. ამ მხრივ საუკეთესოა  ისრაელის მაგალითი და პოზიციები კრიტიკულ სიტუაციაში - როგორც კი გარე საფრთხე იჩენს თავს,  ქვეყანა ერთი გუნდი ხდება.  საქართველო, შეიძლება ერის გამაერთიანებელი და პოლარიზაციის დასასრული არ იყოს, მაგრამ სერიოზული  განაცხადია, რომ მას სურს თავისი ისტორიული სახელით წარსდგეს მსოფლიოს წინაშე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.



ასევე ითქვა, რომ საქართველოში არ არსებობს საჯარო შეხვედრების ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა თემაზე გახსნილად საუბარი.


,,თავიდან მეგონა, რომ საზოგადოების შეხვედრის ადგილი სოციალური ქსელი იქნებოდა, მაგრამ ის ორთაბრძოლის ადგილად გადაიქცა, სადაც ერთმანეთის აზრს არავინ არ სცემს პატივს. იმის ნაცვლად, რომ  ახალ წიგნებზე ვსაუბრობდეთ, პანდემიისა და  ომის თემას ვერ გავცდით.  ამ მხრივ ძალიან მენიშნა დანიელ კოლემანის წიგნი ,,ხმაური“, სადაც ავტორი ზოგადად ლაპარაკობს, თუ როგორ უშლის გარემო და არსებული ფაქტორები სწორი მიმართულებით სვლას და სწორედ ეს არის დღეს ქართულ რეალობაში. არსებობს პრობლემა და შეგვიძლია შევქმნათ ერთიანობის პლატფორმა, რის გარშემოც შეიძლება გაერთიანება. ბრენდი, როგორც  პლატფორმა რომ შექმნა,  რაღაცასთან შეთანხმებას უნდა მიაღწიო, მაგრამ ვერ ვაღწევთ, რადგან ჯანსაღი კომუნიკაციის სიმცირეა. კოლემანი შემთხვევით არ ვახსენე, ის ამბობს, რომ ფოკუსირება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა შეგიძლია მსჯელობის დროს პარტნიორთან, მოწინააღმდეგე მხარესთან მიხვიდე. წარმატებაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც ინტერეს ჯგუფები ერთმანეთში არ საუბრობენ. შეიძლება, კონკრეტულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ ეკონომიკური ძლიერება, კულტურის გაძლიერება, ძირითად თემებზე შეთანხმება შესაძლებელია“, - განმარტა სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში საუბრისას.

 

ცნობისთვის, საქართველო მსოფლიოს რამდენიმე ენაზე ითარგმნება როგორც ჯორჯია (Georgia), ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი რუსული ენის გავლენით საქართველო ძირითადად ითარგმნება როგორც გრუზია. ამასთან, საქართველო წარმოითქმის როგორც გრუზია იაპონურად, ვიეტნამურად და კორეულად.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up